რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    პირველიც და უკანასკნელიც

    დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამოჩენილი და თვალსაჩინო წარმომადგენელი თემურ ქეცბაია 1968 წლის 18 მარტს, ქალაქ გალში დაიბადა. ისტორიულ სამურზაყანოში დაეუფლა იგი თავდავპირველად საფეხბურთო ანბანს, შემდეგ იყო ავთანდილ ვარდიაშვილის სახელგანთქმული საფეხბურთო სკოლა-ინტერნატი გლდანში (1980-1985 წწ.). პირველი გუნდი იყო სოხუმის "დინამო" (22 თამაში, 5 გოლი). 1986 წელს თემურს იწვევენ თბილისის "დინამოში", საიდანაც იწყება დიდი ფეხბურთელის კარიერა.

    სულ მალე გალელი ტალანტი დუბლშემადგენლობიდან პირდაპირ დიდ გუნდში გადაიყვანეს. მას განგებამ ისტორიული და გადამწყვეტი გოლების გატანა დაანათლა. სწორედ ქეცბაია არის ის ფეხბურთელი, რომელმაც უდიდესი ისტორიის მქონე თბილისის "დინამოს", ქართული ფეხბურთის ფლაგმანის, ისტორიული, ბოლო გოლი გაიტანა გუნდისთვის უკანაკნელ საბჭოთა ჩემპიონატში. კიევში, რესპუბლიკურ სტადიონზე, 1989 წლის 27 ოქტომბერს ადგილობრივ თანაკლუბელებთან მატჩის მე-80 წუთზე თემურმა ანგარიში გაათანაბრა - 2:2. ასეც მორჩა ის თამაში.

    შემდეგ იყო დამოუკიდებლობა, დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატი და სამი ეროვნული პირველობა, სამივეში იჩემპიონა თემურმა მაშინ უკვე თბილისის "იბერიასთან" ერთად. 1992 წელს ქეცბაიამ დაიწყო ევროპული ოდისეა. ჯერ ნახევრად პროფესიონალურ ფამაგუსტას "ანორთოსისი" იყო, საიდანაც გზა გაიკვლია უფრო სერიოზული კლუბისკენ, ათენის "აეკისკენ". პარალელურად იყო ეროვნული ნაკრები და... დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრების პირველი ოფიციალური გოლის ავტორი შესარჩევ ტურნირში თემურ ქეცბაიაა, გოლი კი ერთობ ლამაზი გამოდგა.

    "თემურ ქეცბაიამ ბურთი ცაციით გაისწორა, ჰაერშივე მარჯვენა შეაგება და ცხრიანში გაგზავნა", - ასე გამოეხმაურა მაშინ "სარბიელის" პირველი გვერდი ამ ისტორიულ გოლს.

    თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, თემურს ისტორიული გოლის გატანა მეორე ტურში, ბულგარეთში შეეძლო და ეგებ იმ თამაშის და მთლიანად სადებიუტო შესარჩევი ტურნირის ბედიც სხვაგვარად წარმართულიყო, ქართველთა ორი უაღრესად ხელსაყრელი მომენტი ქეცბაიას შექმნილი იყო, მაგრამ სამწუხაროდ ბედმა გვიმუხთლა.

    ამ გოლიდან თითქმის სამი წლის თავზე ქეცბაია, თავისი მორიგი ევროპული კლუბის, "ნიუკასლ იუნაიტედის" ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა! ჩემპიონთა ლიგის 1997/1998 წლების გათამაშების III საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრაში თემურის გოლმა, ზაგრებში, დამატებითი დროის ბოლოსწინა 119–ე წუთზე, ინგლისელებს თავიანთ ისტორიაში პირველად მოუტანა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური.

    ბრიტანული კარიერა გაგრძელდა ქვედალიგელ "ვულვერჰემპტონში", რომელსაც მოყვა "ქართული" "დანდ იუნაიტედი" და თემურმა საფეხბურთო კარიერის ღუზა იქ ჩაუშვა, საიდანაც დაიწყო ევროპული კარიერა, "ფამაგუსტაში". შემდეგ გახდა "ანორთოსისის" მოთამაშე მწვრთნელი, რასაც მოყვა კვიპროსული საკლუბო ფეხბურთის უდიდესი გაბრწყინება ევროპაში - "ანორთოსისი" პირველი კვიპროსული გუნდი იყო რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

    გალელი ბიჭი ასევე პირველი ქართველი ფეხბურთელია რომელსაც ჩემპიონათა ლიგაზე ითამაშა, ეს იყო ათენში, იტალიური "მილანი" წინააღმდეგ 1994 წლის სექტემბერში.

    და ბოლოს, ასე მცირე ნაამბობი დიდ ქართველ ფეხბურთლეზე იმით დავასრულოთ, რომ ფეხბურთში ყველაზე უზენაიესი, გულშემატკივარი მასზე ამბობდა: ის ყველაზე ჯიგრიანი მოთმაშეა ნაკრებში.

    სპეციალურად WebSport.Ge-სთვის Zukaka [Dinamo Tbilisi UEFA Cup Winners]
  • ავტორი: გოგა ლომიძე        21-10-2015, 15:15
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ