რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ესპანელი ლეგიონერებისაგან შემდგარი საუკეთესო თერთმეტეული

    WebSport.Ge გთავაზობთ ესპანელი ლეგიონერებისაგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს, რომლებიც სხვადასხვა ჩემპიონატში ასპარეზობენ.

    მეკარე - დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი")

    ესპანელი ლეგიონერებისაგან შემდგარი საუკეთესო თერთმეტეული

    დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადი მეკარეა, თუმცა მას შემდეგ, რაც "ეშმაკებს" სერხიო რომერო დაემატა, მან კუთვნილი ადგილი დატოვა. შესაძლოა, ეს განპირობებული იყოს იმით, რომ დავიდი სულ მალე, მადრიდის "რეალს" შეუერთდება.

    მარცხენა მცველი - ალბერტო მორენო ("ლივერპული")

    ესპანელი ლეგიონერებისაგან შემდგარი საუკეთესო თერთმეტეული

    ახალგაზრდა ალბერტო მორენო, ნისლიან ალბიონზე გასულ ზაფხულს გადაბარგდა და ძირითადი შემადგენლობის წევრობა მალევე დაიმსახურა. ალბერტო "სევილიას" აღზრდილია, თუმცა მან ესპანეთი მოულოდნელად დატოვა, რადგან მისი შეძენა "რეალსაც" სურდა. მიუხედავად ამისა, მან "ლივერპული" აირჩია.

    ცენტრალური მცველი - რაულ ალბიოლი ("ნაპოლი")

    ესპანელი ლეგიონერებისაგან შემდგარი საუკეთესო თერთმეტეული

    რაულ ალბიოლი 29 წლისაა, ის იტალიაში წასვლამდე, მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ჩნდებოდა. ალბიოლი "ნაპოლიში" მაშინ გადავიდა, როცა იტალიელებმა მადრიდელების სამი ფეხბურთელი შეიძინეს. "ნაპოლიმ" ალბიოლისთან ერთად, კალეხონი და იგუაინიც დაიმატა.

    ცენტრალური მცველი - ალვარო დომინგესი ("მიუნხენგლადბახის ბორუსია")

    ესპანელი ლეგიონერებისაგან შემდგარი საუკეთესო თერთმეტეული

    ალვარო დომინგესი 2012 წელს, "ატლეტიკოდან" "მიუნხენგლადბახის ბორუსიაში" გადავიდა, სადაც ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა. მადრიდში თამაშის დროს, ის ესპანეთის ნაკრებშიც თამაშობდა, თუმცა გერმანიაში წასვლის შემდეგ, დელ ბოსკემ დომინგესი აითვალწუნა. 26 წლის მცველს სამშობლოში დაბრუნების შანსი აქვს. მისი შეძენა, ესპანურ "სევილიას" სურს.

    მარჯვენა მცველი - ცეზარ ასპილიკუეტა ("ჩელსი")

    ესპანელი ლეგიონერებისაგან შემდგარი საუკეთესო თერთმეტეული

    25 წლის მცველმა, "ჩელსის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა. ის ესპანეთის ნაკრების საუკეთესო მარჯვენა მცველად ითვლევა, დანიელ კარვახალთან ერთად.

    ცენტრალური ნახევარმცველი - ხაბი ალონსო ("ბაიერნი")

    ესპანელი ლეგიონერებისაგან შემდგარი საუკეთესო თერთმეტეული

    ესპანელი ნახევარმცველი, "ბაიერნს" გასულ ზაფხულს შეუერთდა და ძირითადში ადგილი მალევე დაიმკვიდრა. 33 წლის ნახევარმცველს საუკეთესო წლები "ლივერპულში" და "რეალში" აქვს გატარებული, თუმცა ალონსო, არც მიუნხენურ გრანდში გამოიყურება უსუსურად.

    ცენტრალური ნახევარმცველი - სესკ ფაბრეგასი ("ჩელსი")

    ესპანელი ლეგიონერებისაგან შემდგარი საუკეთესო თერთმეტეული

    გასულ სეზონში, სესკ ფაბრეგის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და "ჩელსის" გაჩემპიონებაში, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. 28 წლის ნახევარმცველი, ესპანეთის ნაკრებისა და "ჩელსის" შეუცვლელ ფიგურად ითვლება.

    მარცხენა ნახევარმცველი - სანტი კასორლა ("არსენალი")

    ესპანელი ლეგიონერებისაგან შემდგარი საუკეთესო თერთმეტეული

    სანტი კასორლა, თავისი ფიზიკური მონაცემების მიუხედავად, შესანიშნავად თამაშობს და მისი მთავარი კოზირი ბრწყინვალე ტექნიკაა. 30 წლის ნახევარმცველი არსენ ვენგერის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტრანსფერია, რადგან კასორლა, მერამდენე სეზონია, რაც "მეთოფეების" წამყვან ფეხბურთელთა შორის შედის.

    მარჯვენა ნახევარმცველი - ხუან მატა ("მანჩესტერ იუნაიტედი")

    ესპანელი ლეგიონერებისაგან შემდგარი საუკეთესო თერთმეტეული

    ხუან მატა "მანჩესტერ იუნაიტედში", ლონდონის "ჩელსიდან" გადაბარგდა, სადაც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდიდა, თუმცა "ეშმაკებშიც" იგივე პრობლემები შეექმნა და ინგლისის დატოვებას აპირებდა. პრემიერ ლიგის ახალი სეზონი, ახლახანს დაიწყო და მატა ძირითადი შემადგენლობის წევრია.

    ცენტრალური თავდამსხმელი - დიეგო კოშტა ("ჩელსი")

    ესპანელი ლეგიონერებისაგან შემდგარი საუკეთესო თერთმეტეული

    დიეგო კოშტა ლონდონში "ატლეტიკოდან" გადაბარგდა და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახდა. კოშტა წარმოშობით ბრაზილიელია, თუმცა ესპანეთის მოქალაქეობაც აქვს და სწორედ ამიტომ, ესპანეთის ნაკრების წევრია.

    ცენტრალური თავდამსხმელი - ალვარო მორატა ("იუვენტუსი")

    ესპანელი ლეგიონერებისაგან შემდგარი საუკეთესო თერთმეტეული

    მოულოდნელად, გასულ სეზონში, 22 წლის თავდამსხმელი "იუვენტუსის" ლიდერად მოგვევლინა. მისი უდიდესი დამსახურება იყო ის, რომ ტურინელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ. მორატა "რეალის" აღზრდილია, თუმცა მადრიდელებმა მასში ტალანტი ვერ ნახეს და როგორც ჩანს, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს.
  • ავტორი: გოგა ნაჭყებია        19-08-2015, 03:40
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ