რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    11-18 აპრილს თბილისის სპორტის სასახლე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

    8 აპრილს, 12:00 სთ-ზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის - თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრესკონფერენცია გაიმართა.

    პრესკონფერენციაზე საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელებმა - 3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა, კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ბოქოლიშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე - აკაკი ლოდიამ, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ჰასან აკუშმა ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა - ემზარ ზენაიშვილმა და მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპორტის პროგრამების განყოფილების უფროსმა გეგა ზურაბაშვილმა მზადების დასკვნით ეტაპზე და ევროპის ჩემპიონატის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

    შეგახსენებთ, რომ 11-18 აპრილის ჩათვლით, თბილისში, სპორტის სასახლეში ტარდება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში მამაკაცთა და ქალთა შორის რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 36 ქვეყანა, 478 სპორტსმენი და ოფიციალური პირი. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 10 სპორტსმენით წარსდგება (8 მამაკაცი, 2 ქალი).

    ღონისძიებას პირდაპირ ეთერში გადასცემს უდიდესი ევროპული ტელეარხი ევროსპორტი, რომელიც მსოფლიოს 54 სხვადასხვა ქვეყანაში მაუწყებლობს. ფინალური გამოსვლები ასევე გადაიცემა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

    თბილისში უკვე ჩამოსულია თითქმის ყველა მონაწილე ქვეყნის ნაკრები და ოფიციალური პირი. საქართველოში იმყოფებიან ტელეკომპანია "ევროსპორტის" წარმომადგენლები, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი - ჰასან აკუში და სხვა საპატიო სტუმრები.

    ევროპის ჩემპიონატი 11 აპრილს 09:00 საათიდან აიღებს სტარტს. 15:30 წუთზე გაიმართება გახსნის ოფიციალური ცერემონიალი, 17:00 საათზე კი ფინალური ბლოკი დაიწყება. ტურნირის პირველ დღეს მედლები ქალთა შორის 48 კგ ხოლო მამაკაცთა შორის 56 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება. ჯამში სპორტსმენები მედლებისთვის ქალთა შორის 7, ხოლო მამაკაცთა შორის 8 წონით კატეგორიებში იბრძოლებენ.

    ევროპის ჩემპიონატზე დასწრება უფასოა.

    მედია-აკრედიტაცია

    იხილეთ ტურნირის პროგრამა

    სამინისტროში პრესკონფერენციას გაუძღვნენ

    აკაკი ლოდია - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

    კახი კახიაშვილი - ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატის თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარე ( სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი)

    ზურაბ ბოქოლიშვილი - ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატის თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი.

    ჰასან აკუში - ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალერი მდივანი.

    ემზარ ზენაიშვილი - ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი

    გეგა ზურაბაშვილი - თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპორტის პროგრამების განყოფილების უფროსი

    საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე


    მამაკაცები

    რამინ შამილიშვილი - 56 კგ
    გიორგი ლომთაძე - 77 კგ
    ირაკლი გაბრიჭიძე - 77 კგ
    ნიკა ნანაძე - 94 კგ
    დავით გოგია - 105 კგ
    გია მაჭავარიანი - 105 კგ
    ირაკლი თურმანიძე - +105
    გიორგი ჩხეიძე - + 105

    ქალები

    თათია ლორთქიფანიძე - 63 კგ
    სოფიო მუქათარიძე - 69 კგ


    მწვრთნელები: გიორგი ასანიძე, ავთანდილ გახოკიძე, ზურაბ ანთაური



    ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
    საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        10-04-2015, 23:53
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ