ვაკო ყაზაიშვილის გამაოგნებელი გოლი დღევანდელ მატჩში
ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-10 ტურში ქართველი ლეგიონერების, გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის "ვიტესმა" ამსტერდამის "აიაქსს" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. მასპონძლების მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი ყაზაიშვილი გახლდათ, რომელმაც საოცარი ოსტატობით შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ვაკოსთვის ეს რიგით მე-4 გოლია.