რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    მარკოიშვილის 8-ქულიანი გამარჯვება და ფაცაციას უქულო მარცხი

    ვითიბი ლიგაში მორიგი ტური გაიმართა და ქართველი ლეგიონერების გუნდებმაც თავთავიანთი მატჩები გამართეს. მანუჩარ მარკოიშვილის ცსკამ ასტანაში ყაზახური გუნდი დაამარცხა, ხოლო ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდმა" ტურნირზე მე-4 მარცხი "ხიმკისთან" განიცადა.

    არმიელები რომ ყაზახეთში "ასტანას" დაამარცხებდნენ, ამაში ეჭვის შეტანა რთული იყო. მოსკოვურმა გრანდმა ზომიერი სხვაობოთ - 78:60 იმარჯვა და ცხრილში მეორე ადგილზე ერთპიროვნულად განთავსდა.

    ქართველმა ლეგიონერმა 19:37 წუთი ითამაშა. ის სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. მარკოიშვილმა 4-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 8 ქულასთან ერთად მანუჩარმა 2 მოხსნა, 1 პასი და გუნდში უმეტესი 3 ჩაჭრა მოაგროვა. საუკეთესო შედეგი საშა კაუნმა დააფიქსირა, რომელმაც პირად ანგარიშზე 12 ქულა, 6 მოხსნა და 4 დაფარება ჩაიწერა.

    ფაცაციას გუნდმა "ხიმკისთან" შინ წააგო. მატჩი დაძაბული იყო და მისი ბედი ოვერტაიმში გაირკვა. ძირითადი დრო 79:79 დასრულდა, ექსტრახუთწუთეულში კი "ხიმკიმ" 94:86 იძალა. ქართველმა ლეგიონერმა 11:10 წუთი ითამაშა და მოედანი უქულოდ, 1 მოხსნით დატოვა. ფაცაციამ 2-2 სამიანი და ორქულიანი ააცილა.

    ცხრილში პირველ ადგილზე "ხიმკია". მეორე "ცსკა"-ა, ხოლო მესამეზე "ნიჟნი ნოვგოროდია" განთავსებული.

    წყარო: კალათბურთის ფედერაცია
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        18-02-2015, 12:21
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ