რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    კროოსი: "გუნდი კარგ ფორმაშია"

    "სანტიაგო ბერნაბეუზე" გასამართ განმეორებით 1/4 ფინალურ შეხვედრამდე, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოვებულ თამაშზე ისაუბრა. მისი განცხადებით, "ატლეტიკო" "ბლანკოსისთვის" ყოველთვის რთული მეტოქეა, მაგრამ "თეთრები" მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.

    "ჩვენ "ატლეტიკოსთან" შეხვედრას მეტად მოტივირებულნი ვხვდებით. გუნდი კარგ ფორმაშია და ძალიან გვსურს, მომდევნო ეტაპზე გასვლა. რა თქმა უნდა, საკადრო პრობლემების გვაქვს, მაგრამ ახლა ამაზე არ უნდა ვიფიქროთ. ვეცდებით, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ".

    "თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ "ატლეტიკო" "რეალისთვის" საკმაოდ რთული მეტოქეა, თუმცა ნავსის გასატეხად ყველაფერს გავაკეთებთ - მათთან წარუმატებელ ასპარეზობას დავამთავრებთ".

    "ვფიქრობ, "ბლანკოსმა" საკუთარი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. წინა კვირის შეხვედრაში, დიდებული პირველი ნახევარი ჩავატარეთ და თუ 90 წუთის განმავლობაში ასე ვიასპარეზებთ, ნახევარფინალში გასვლა არ გაგვიჭირდება".

    "მოდრიჩი? ლუკა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ცხადია, ჩვენთვის მისი არ ჰყოფნა დიდი დანაკლისია. ამ უკანასკნელზე არ უნდა ვიფიქროთ, რადგან წინ ურთულესი შეხვედრა გვაქვს დასაძლევი".

    "ატლეტიკო" ყოველთვის ცდილობს მსაჯებზე ზეწოლის მოხდენას. ფელიქს ბრიხი კარგი არბიტრია. ვფიქრობ, მან იცის წინ რა ელოდება. თამაშის დაწყებამდე ვეტყვი, რომ ყვითელი ბარათი არ მიჩვენოს, რადგან ერთი გაფრთხილება უკვე მაქვს".
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        22-04-2015, 16:33
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ