რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    100 წლის ლოდინის შემდეგ...

    სერია B-ს გასულ სეზონში პატარა პროვინციულმა კლუბმა "კარპიმ" 100 წლიანი ლოდინის შემდეგ იტალიის "უმაღლეს ინტელიგენციაში" შესვლის უფლება მოიპოვეს.

    კარპის მოსახლეობა იმდენივეა, რამდენიც "სან სიროს" სტადიონზე დასაჯდომი ადგილი. ამ ჩრდილოეთ პროვინციულ კლუბს, ძალიან დრამატული ისტორია აქვს. ორი წლის წინ, "კარპის" სპორტულმა დირექტორმა, კრისტიან გინტოლიმ, შეძლო და გუნდი სერია B-ში გადაიყვანა.

    "ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ასე ცოტა დროში ამდენ წარმატებას მივაღწევდით და სერია A-ში გადავიდოდით, თუმცა ფაქტია, რომ "კარპი" ყოველ დღე, უფრო და უფრო ძლიერი ხდება. ჩვენი გუნდი ძალიან მყარადაა აშენებული. კლაუდიო კალიუმი ის პიროვნებაა, რომელმაც "კარპის" ახალი სული შთაბერა", - აცხადებს კრისტიან გინტოლიმ.

    კლუბის ბიუჯეტი მხოლოდ 3 მილიონი ევროა. წარმოუდგენელია, ასეთი ფინანსბით "კარპიმ" სერია A-ს საგზური მოიპოვა! იტალიური კლუბის წარმატებაში, ძალიან დიდი როლი ითამაშა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბრიციო კასტორიმ, რომელიც წარსულში უკრაინულ "მეტალურგს" წვრთნიდა.

    ეს გუნდი ბრწყინვალე მაგალითია ვეტერანი და ახალგაზრდა ფეხბურთელების შერწყმისა, რომლებიც შესანიშნავად უგებენ ერთმანეთს. "კარპის" მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათ ძალიან ბევრი ფეხბურთელი ჰყავთ "ნასესხები", ძირითადად, "კიევოდან" და "ატალანტადან". ბრაზილიელი მეკარე, გაბრიელი, რომელიც "მილანის" საკუთრებაა, შესანიშნავად მოერგო "კარპის" და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაც გახდა, თუმცა ჩრდილოეთ იტალიურ კლუბში არის ისეთი ფეხბურთელი, რომლის გარეშეც ამ გუნდის წარმატება, ამჟამად წარმოუდგენელია. 22 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი, ჯერი მაკოგუ, რომელმაც 14 გოლის გატანა შეძლო და მისით ისეთი კლუბი დაინტერესდა, როგორიც დორტმუნდი "ბურუსიაა". "კარპის" ნამდვილი "ხერხემალი" ლორენსო პაცუტია, რომელიც კლუბს 2009 წელს შეუეთდა, როცა გუნდი ჯერ კიდევ სერია C-ში გამოდიოდა.

    "ჩვენი ფილოსოფია არ შეიცვლება. გუნდი ფოკუსირებას ახდენს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, რომლებსაც ტიტულების მოპოვება სწყურიათ და ეს ტაქტიკა დღემდე ამართლებს", - დასძინა გუნდის სპორტულმა დირექტორმა.

    "კარპის" საშინაო არენაზე, "სანდრო კაბასიზე" მხოლოდ 4 000 ადამიანი ეტევა, რაც სერია C-ს კლუბებს თუ შეეფერებათ, თუმცა მთავარი ისაა, რომ ამ ქალაქში ფეხბურთი ყველას ძალიან უყვარს. მცირერიცხოვანი გულშემატკივრებისა და მებრძოლი ფეხბურთელების ოცნება რეალურად იქცა - "კარპი" 100 წლის ლოდინის შემდეგ სერია A-ში გადავიდა!
  • ავტორი: გოგა ნაჭყებია        30-04-2015, 01:35
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ