რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    "მემფისი" კონფერენციის ნახევარფინალშია

    ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის სტადია გრძელდება. გუშინ მორიგი ორი შეხვედრა გაიმართა და გამოვლინდა კიდევ ერთი გუნდი, რომელიც საკუთარი კონფერენციის ნახევარფინალში ითამაშებს, ეს გუნდი "მემფის გრიზლსია", რომელმაც "პორტლენდთან" სერია 4:1 გამარჯვებით დახურა.

    "მემფსიმა" სერიის მეხუთე შეხვედრაში მეტოქეს საკუთარ დარბაზში უმასპინძლა და 99-93 დაამარცხა. "პანდების" რიგებში საუკეთესო მარკ გასოლი იყო (26 ქულა, 14 მოხსნა, 3 პასი). მის გარდა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარეს კორტნი ლიმ (20 ქულა), ზაკ რენდოლფმა (10 ქულა, 8 მოხსნა) და ჯეფ გრინმა (10 ქულა, 7 მოხსნა). რაც შეეხება "პორტლდენს", მათი რიგებიდან საუკეთესო მაკკალუმი იყო (33 ქულა). კარგად გაისარჯნენ დამიენ ლილარდი (22 ქულა) და ლამარკუს ოლდრიჟი (14 ქულა, 9 მოხსნა), თუმცა ამის მიუხედავად, მათმა გუნდმა ვერაფერი გააწყო და სეზონი ნაადრევად დაასრულა. "მემფისი" კი კონფერენციის ნახევარფინალში რეგულარული სეზონის ჩემპიონს, "გოლდენ სტეიტს" დაუპირისპირდება.

    გუშინდელი დღის მეორე თამაშში "ატლანტამ" "ბრუკლინს" 107-97 მოუგო და სერიაში 3:2 დაწინაურდა. ისიც აღსანიშნავია, რომ თავიდან "ჰოუქსი" 2:0 -ს იგებდა, თუმცა ბრუკლინელებმა საკუთარ მოედანზე ორივე შეხვედრა მოიგეს და ანგარიში გაათანაბრეს. სერიის მეექვსე მატჩი უკვე "ბრუკლინის" საშინაო არენაზე გაიამრთება და თუ იქაც მასპინძელმა იმარჯვა, საჭირო გახდება მეშვიდე შეხვედრის ჩატარება, რომელიც კვლავ ჯორჯიის შტატში გაიმართება. გუშინდელ შეხვედრაში "ჰოუქსის" რიგებში საუკეთესო 24 ქულით დამიენ ქეროლი იყო. ალ ჰორფორდის ანგარიშზე 20 ქულა და 15 მოხსნა იყო, ასევე 20 ქულა და 8 პასი დააგროვა ჯეფ ტიგმა, ხოლო კაილ კორვერი გუნდს 17 ქულით დაეხმარა. რაც შეეხება "ბრუკლინს", მათ რიგებში 23 ქულითა და 7 მოხსნით ანდერსონი გამოირჩა, ჯერეტ ჯეკმა და ჯო ჯონსონმა კი 17-17 ქულა დააგროვეს.
  • ავტორი: messi        30-04-2015, 16:39
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ