რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    სტეფ კარი პირველად კარიერაში - MVP

    ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, რამდენიმე სათის წინ 2014-15 სეზონის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე, იგივე MVP დაასახელეს. რეალურად, ტიტულისათვის მხოლოდ ორი მოთამაშე იბრძოდა: "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელი, სტეფ კარი და "ჰიუსტონ როკეტსის" მსროლელი, ჯეიმს ჰარდენი. სტატისტიკურად ორივეს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, ორივე ბევრ ქულას აგდებდა, ლიდერობდა საკუთარ გუნდს, თამაშობდა ლამაზად და ა.შ.

    იყო კიდევ ორი ძალიან მაგარი ბიჭი - რას უესტბრუქი "ოკლაჰომადან" და "მეფე ლებრონი", ჩვენი დროის საუკეთესო მოთამაშე... რასელ უესტბრუქმა, ინდივიდუალური თვალსაზრისით, კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა: 28.1 ქულა, 8.6 შედეგიანი გადაცემა, 7.3 მოხსნა და 2.1 ჩაჭრა საშუალოდ მატჩში... რასელი ლიგის წლის საუკეთესო მექულე გახდა. გამანადგურებელმა წელს 11 (!!!) სამმაგი დუბლი "გამოაცხო". გენიალური სტატისტიკაა მოთამაშისათვის, მაგრამ რასელი პლეიოფში ვერ გავიდა, მან კევინის გარეშე საჭირო თამაშების მოგება ვეღარ მოახერხა, უიღბლობამაც დარია ხელი და "ოკლაჰომას" ვეღარაფრით უშველა...

    ლებრონზე კი რა უნდა ვთქვათ... ის სტაბილურია, ყოველთვის კარგად გამოიყურება, მის კარიერაში არ ყოფილა სეზონი, სადაც მას საშუალოდ 20 ქულაზე ნაკლები ჩაეგდოს. მეფე სტატისტიკურად წელსაც ძალიან ძლიერი იყო. კარგი იყო გუნდის შედეგიც, მაგრამ არჩევანი მაინც ორ მოთამაშეს შორის გაკეთდა...

    კარი თუ ჰარდენი? ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ობიექტურობა, იმ შემთხვევაში როცა საქმე მის ფავორიტ მოთამაშეს ეხება... უნდა ვთქვათ, რომ ვისაც არ უნდა მიეღო ტიტული, კარის, ან ჰარდენს, ორივესათვის დამსახურებული იქნებოდა. ორივე შესანიშნავად გაისარჯა ამ სეზონში, სტეფმაც და ჯეიმსმაც ყველაფერი დადეს მოედანზე, რათა წარმატება მოეტანათ თავისიანებისთვის... მაგრამ არის მხოლოდ ერთი, ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც მიიღო წლის საუკეთესოს ტიტული. ეს ადამიანი "უორიორსის" ლიდერია - სტეფ კარი! მას სრულიად დამსახურებულად მიანიჭეს აღნიშნული ჯილდო! გუნდის შედეგი რეგულარულ სეზონში - 67 მოგება და 15 მარცხი; კარის შედეგი - 23.8 ქულა, 8.8 პასი, 4.3 მოხსნა საშუალოდ მატჩში... საუკეთესო გუნდის საუკეთესო მოთამაშე! ოქროს კაცი, ახალი მკვლელი კალიფორნიაში, სტეფენ კარი! მისი თამაშით უბრალოდ უნდა ისიამოვნო. სტეფი ნამდვილი ჯადოქარია, მას ნებისმიერის გაბითურება შეუძლია. მივულოცოთ ბავშვის სახიან მკვლელს მისი პირველი MVP ტიტული!

  • ავტორი: Cotne Mrevlishvili        4-05-2015, 11:45
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ