რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    მესიმ გვარდიოლასთან ურთიერთობა გაწყვიტა

    მიუნხენის "ბაიერნთან" გასამართი მატჩის წინ "ბარსელონას" ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ყოფილ დამრიგებელთან, პეპ გვარდიოლასთან დიდი ხანია ურთიერთობა აღარ ჰქონია.

    27 წლის ფეხბურთელმა ყველაზე დიდ წარმატებების კარიერაში სწორედ გვარდიოლას "ბარსელონაში" მუშაობის დროს მიაღწია. მან იმ პერიოდში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ოთხჯერ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. არგენტინელმა ძველი დროც გაიხსენა და აწმყოზეც საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.

    "გვარდიოლასთან ერთად საუკეთესო წლები გავატარე. მოვიგეთ უამრავი ტიტული და პირადად მე, როგორც ფეხბურთელი, მეტად გავიზარდე. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან გუნდი დატოვა, კონტაქტი თითქმის აღარ გვქონია".

    "პეპმა ჩვენ შესახებ ყველაზე უკეთ იცის. მიუხედავად იმისა, რომ ის მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელია, უნდა ვაღიაროთ, რომ "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეპოქის შემოქმედია და ნამდვილად იმსახურებს თბილ და გრანდიოზულ დახვედრას".

    "რაღაც მომენტში ლუის ენრიკე და პეპ გვარდიოლა ერთამეთს გვანან, თუმცა ბევრ რამეში განსხვავდებიან, ფეხბურთს განსხავვებულად უყურებენ. ორივე მათგანი ძალიან მომთხოვნია და ფეხბურთელთაგან მაქსიმუმის მიღება სურთ".

    "ბაიერნთან" თამაში "ბარსელონასთვის" უმნიშვნელოვანესია. ორი წლის წინ რაც მოხდა, ის უკვე ისტორიაა და ახლა სრულიად განსხვავებულ სიტუაციაში ვიმყოფებით. არ ვფიქრობ, რომ ფავორიტები ვართ, ორივე გუნდს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს და მათ მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. რა თქმა უნდა, სახლში დადებითი შედეგის მიღწევა ძალიან კარგი იქნება, თუმცა ბრძოლა ორი შეხვედრისგან შედგება და ნებისმიერ წუთს შეიძლება ნებისმიერი რამ მოხდეს. საბოლოო ჯამში კი ორივე გუნდის მიზანი ფინალში გასვლაა".

    "გამიამრთლა, რომ მიწევს ისეთ საოცარ ფეხბურთელებთან ერთად თამაში, როგორებიც სუარესი და ნეიმარი არიან. ამ წუთებში მათთან ერთად ფეხბურთით დიდ სიამოვნებას ვიღებ, თუმცა რა იქნება "ბაიერნთან" შეხვედრაში, ამაზე საუბარი მიჭირს. მათთან ერთად თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, თუმცა არ შეიძლება სხვა თანაგუნდელების დავიწყება, რომელთაც უდიდესი როლი აქვთ გუნდში",
    - აცხადებს მესი.
  • ავტორი: messi        5-05-2015, 17:32
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ