რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ჯობავა საუკეთესო სამეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს

    სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე მსოფლიოს საჭადრაკო გრან პრის თბილისის ეტაპზე 23 თებერვალს მერვე ტურის პარტიებში ოთხი ფრე დაფიქსირდა, ორ პარტიაში კი შავებმა იმარჯვეს.

    საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ვებ-საიტის ინფორმაციით - შავებით მოთამაშე ბაადურ ჯობავამ ბრწყინვალედ ჩაატარა პარტია მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს დიდოსტატ, რუსეთის წარმომადგენელ პიოტრ სვიდლერთან.

    ბაადურმა დებიუტშივე იოლად გაათანაბარა პარტია, შუა თამაშში კი, საკმაოდ ძლიერ სვლათა სერიის შემდეგ, მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 31-ე სვლაზე გამარჯვებაც მოიპოვა.

    ჯობავამ პირველ ოთხ პარტიაში გულშემატკივრებს გული დასწყვიტა - მხოლოდ ნახევარი ქულის მოგროვება მოახერხა. მომდევნო 4 პარტიაში კი ქართველმა მოჭადრაკემ თითქმის 100 პროცენტიანი შედეგი აჩვენა - 4 შესაძლებლობიდან 3,5 ქულა დააგროვა და საუკეთესო სამეულს მიუახლოვდა.

    გრან პრის მონაწილეები 24 თებერვალს დაისვენებენ. ხოლო, მომდევნო მეცხრე ტურის შეხვედრები 25 თებერვალს გაიმართება 15:00 საათიდან.

    სატურნირო მდგომარეობა 8 ტურის შემდეგ:
    I - ტომაშევსკი - 6 ქულა;
    II - იაკოვენკო - 5 ქულა;
    III - IV - კასიმჟანოვი, რაჯაბოვი - 4,5 ქულა;
    V - VIII - მამედიაროვი, დომინგესი, გირი, ჯობავა - 4 ქულა;
    IX - გრიშჩუკი - 3,5 ქულა;
    X - XI - სვიდლერი, ვაშიე-ლაგრავი - 3 ქულა;
    XII - ანდრეიკინი - 2,5 ქულა.

    მეცხრე ტური:
    დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი; 2737) თემურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი; 2731)
    ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი; 2716) რუსტამ კასიმჟანოვი (უზბეკეთი; 2705)
    ბაადურ ჯობავა (საქართველო; 2696) მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი; 2775)
    დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი; 2733) პიოტრ სვიდლერი (რუსეთი; 2739
    ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი; 2810) ლენიერ დომინგესი (კუბა; 2726)
    შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი; 2759) ანიშ გირი (ჰოლანდია; 2797)

    წყარო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        24-02-2015, 12:12
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ