image

ჯოკოვიჩის მორიგი ტიტული

27 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა რომის "Internazionali BNL d'Italia"-ის ფინალში 33 წლის შვეიცარიელი როჯერ ფედერერი ორ სეტში (6:4, 6:3) დაამარცხა და სეზონის მეხუთე ტიტული მოიპოვა (კარიერაში 53-ე), თანაც ეს კარიერაში "მასტერსის" სერიის 24-ე ტიტული იყო და ამ მაჩვენებლით ფედერერს გაუთანაბრდა. სერბი მხოლოდ ნადალს (27 ტიტული) ჩამორჩება.

ნოვაკსა და როჯერსს შორის ორთაბრძოლა მხოლოდ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. სერბმა 2 ბრეიკი, 5 ეისი განახორციელა და ამ გამარჯვებით ურთიერთშეხვედრებში შვეიცარიელთან სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 39 ჩატარებული მატჩიდან როჯერს 20 აქვს მოგებული, ხოლო მსოფლიოს პირველ ჩოგანს - 19.

აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩის ბოლო წაგება 28 თებერვლით თარიღდება, როცა დუბაის ტურნირის ფინალში ფედერერთან დამარცხდა. მას შემდეგ სერბმა მიჯრით 22 მატჩი მოიგო, აგერ რომში 1000 სარეიტინგო ქულაც მიითვალა და პირველი პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა. სერბმა ტურნირის მოგებისთვის 628100 ევრო მიიღო.

  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        18-05-2015, 15:33

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ