რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    კრიშტიანუ რონალდო 4 დღით თბილისში იცხოვრებს!

    8 ივნისს თბილისს პორტუგალიის ნაკრები ესტუმრება. ეს გუნდი ჩვენთან 12 ივნისამდე დარჩება და სომხეთის ნაკრებთან 13 ივნისის მატჩისთვის "მიხეილ მესხზე" მოემზადება.

    დიახ, ნუ გაიკვირვებთ, 8 ივნისიდან მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ და კომპანია ოთხი დღე სწორედ თბილისში ივარჯიშებს. 12-ში კი პორტუგალიის ეროვნული გუნდი ერევანში გადაფრინდება და მეორე დღეს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს სომხებთან ითამაშებს.

    პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური პერსონალი ერევანს რამდენიმე თვის წინ რამდენჯერმე სტუმრობდა. ისინი, ცხადია, თავიანთი ეროვნული გუნდისთვის შესაფერის სასტუმროსა და სავარჯიშო მოედნებს არჩევდნენ, მაგრამ იქაური პირობებით იმედგაცრუებულნი რომ დარჩნენ, მარტში უკვე თბილისში გამოემგზავრნენ.

    სტუმრები თბილისის სასტუმროებს, მოედნებსა და სხვა საფეხბურთო ინფრასტრუქტურას ორი დღის განმავლობაში ათვალიერებდნენ. შემდეგ შინ გაემგზავრნენ და მალევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალურად დაუდასტურეს სურვილი, რომ 8-დან 12 ივნისამდე თბილისში ყოფნა და "მიხეილ მესხზე" ვარჯიში სურთ.

    "პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაცია მარტში გვსტუმრობდა და, ფაქტობრივად, მაშინვე გადაწყდა, რომ მათი ეროვნული გუნდი სომხეთთან შესარჩევი მატჩისთვის 8-დან 12 ივნისამდე თბილისში მოემზადება. სტუმრებმა თბილიში სასტუმროები და სავარჯიშო მოედნები მოიხილეს, სხვა საფეხბურთო ინფრასტრუქტურითაც კმაყოფილები დარჩნენ და საბოლოო შეთანხმებაც შედგა", - თქვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.

    პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში დანიასთან, ალბანეთთან, სერბეთთან და სომხეთთან ერთადაა. პორტუგალია ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს, თუმცა დანია და ალბანეთი კვალში მიჰყვებიან, ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავს სერბეთს და არც სომხეთის ეს ნაკრებია ხელწამოსაკრავი. მოკლედ, პორტუგალიას დღესდღეობით ჯგუფში მშვიდად ყოფნის უფლება არ აქვს...

    პორტუგალიის ეროვნულ გუნდამდე კი თბილისს ორ კვირაში ამავე ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრები ეწვევა, რომელიც ესპანეთთან, თურქეთთან და საქართველოსთან ერთად იმავე "მიხეილ მესხის" ორ მოედანზე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში მიიღებს მონაწილეობას.

    ისე, შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ თბილისში შარშანწინაც იმყოფებოდა, თუმცა სულ რამდენიმე საათით. მაშინ ის თავის სატრფოსთან ერთად "დინამო თბილისის" აკადემიის გახსნასა და თბილისისა და მოსკოვის "დინამოელთა" ამხანაგურ მატჩს დაესწრო. რონალდუს გარდა, თბილისი არც პორტუგალიელთა მწვრთნელ ფერნანდუ სანტუშისთვის იქნება უცხო, პორტუგალიამდე ეს სპეციალისტი საბერძნეთის იმ ნაკრებს თავკაცობდა, რომელმაც თემურ ქეცბაიას გუნდს თბილისში 2:1 აჯობა.

    © საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        19-05-2015, 15:49
    Image

    მსგავსი სიახლეები

    # 1
    ავტორი: el shaarawy
    ინფორმაცია
    • ჯგუფი: სტუმარი
    • გაწევრიანდა: --
    • სტატუსი:
    • სიახლეები: 0
    • კომენტარები: 0
    *** xar ronaldo
    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ