რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ოფიციალურად: ჩავი ერნანდესი "ბარსელონას" ტოვებს

    კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანმა, ჩავი ერნანდესმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ის "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შემადგენლობას სეზონის ბოლოს დატოვებს და კარიერას ყატარში გააგრელებს.

    "მინდა დავადასტურო, რომ "ბარსელონას" ვტოვებ. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ოილი არ ჰყოფილა, მაგრამ საბოლოოა. ვფიქრობ, წასვლის დრო მოვიდა. რაც შეეხება სამომავლო კარიერას, "ალ სადში" გადავალ, სადაც 2 წელი ვითამაშებ. იქ საშუალება მექნება, საკუთარი თავი მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის როლშიც გამოვცადო".

    "ბარსელონამ" კონტრაქტის 2018 წლამდე გახანგრძლივება შემომთავაზა, მაგრამ ამ დროს გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა. კარიერის დასრულების შემდეგ ჩემი უმთავრესი მიზანი "ბარსაში" დაბრუნება იქნება. ეს ჩემი სახლია. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დავბრუნდები, მწვრთნელად თუ სპორტულ დირექტორად".

    "გასულ ზაფხულში წასვლასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო. "ბლაუგნარასა" და ესპანეთის ნაკრების წარუმატებლობის გამო იმედგაცრუებული ვიყავი. 35 წლის ვარ. კლუბში 25 წელი გავატარე და მიმაჩნია, რომ წასვლის დრო მოვიდა".

    "ჩემი გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე თანაგუნდელმა აქამდეც იცოდა. დღეს ეს მთელს გუნდსა და მწვრთნელს ვუთხარი. თუმცა, ისედაც ყველაფერი ნათელი იყო. ძალიან ბედნიერი ვარ კატალონიურ გრანდში გატარებული დროით. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საუკეთესო კარიერა მქონდა".

    "დედისთვის "ბარსელონას" შემოთავაზებაზე არაფერი მითქვამს, რადგან ის ამ კლუბის ჩემზე უფრო დიდი გულშემატკივარია. რა თქმა უნდა, სხვა გუნდის მაისურის ჩაცმა რთული იქნება. "ბარსას" ფორმით 10-11 წლიდან ვთაამაშობ".

    "ლეო, ანდრესი, ბუსკეტსი, პედრო და ჩემი ყველა მეგობარი მომენატრება, მაგრამ რას ვიზავთ, ასეთია ცხოვრება".

    "პირლოსთან უკანასკნელი დაპირისპირება? მისი ფანი ვარ. ერთმანეთის წინააღმდეგ სანაკრებო დონეზე ვითამაშეთ, როდესაც 16-17 წლის ვიყავი და მაშინვე მივხვდი, რომ ის საუკეთესო გახდებოდა"
    , - განაცხადა ჩავი ერნანდესმა.
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        21-05-2015, 17:34
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ