რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    U20 ბორჯღალოსნები - დიდი ფინალის მოლოდინში

    რამდენიმე საათში გაირკვევა 2015 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის გამარჯვებული, შესაბამისად 2016 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მფლობელი. ალაფის ფინალში 20-წლამდე ბორჯღალოსნები პირველად გავიდნენ - აქამდე მათ მონაგარს მხოლოდ მესამე ადგილი წარმოადგენდა, ხოლო გამარჯვებისა და მსოფლიოს საგზურის მოპოვების შემთხვევაში ისინი კიდევ ერთ თავს შემატებენ ქართული რაგბის "ისტორიის წიგნს".

    ორივე ფინალისტმა ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო და 13-13 ქულა დააგროვა. ‘ა’ ჯგუფის ბოლო შეხვედრის შემდეგ ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა დრო მაქსიმალურად დასვენებასა და აღდგენას დაუთმო. მთავარი მწვრთნელმა, ილია მაისურაძემ განაცხადა: "მაქსიმალურად დავისვენეთ და აღდგენას მივაქციეთ დიდი ყურადღება. გავიარეთ ვიდეო ანალიზი და შევისწავლეთ მოწინააღმდეგე. წინ ტურნირის და წლის ყველაზე რთული მატჩი გველის კარგ, ორგანიზებულ და ძლიერ მეტოქესთან. რაც მთავარია ჩემი ბიჭები ფიზიკურად, ტაქტიკურად და მენტალურად ფინალისთვის მზად არიან".

    საფინალო რაზმი
    უმნიშვნელოვანეს მატჩამდე 24 საათით ადრე ქართულმა სამწვრთნელო შტაბმა ახალგაზრდა ბორჯღალოსნების საფინალო რაზმი დაასახელა. წინა ტურში დასვენების შემდეგ სასტარტოს ირაკლი სვანიძეს, ბადრი ლიპარტელიანს, ნიკა ნეფარიძესა და ბექა გორგაძეს დაუბრუნდნენ; გიორგი კვესელაძემ ცენტრიდან ფრთაზე გადაინაცვლა; ბექა კაკაბაძემ, თორნიკე ზოიძემ და რატი შანიძემ კი, მარქაფაში გადაინაცვლეს.

    U20 ბორჯღალოსნები - დიდი ფინალის მოლოდინში


    უკანა ხაზი (ბექები)
    15 ირაკლი სვანიძე - "ჯიქი"
    14 ანზორ სიჭინავა - "აკადემია"
    13 ბადრი ლიპარტელიანი - "არმაზი"
    12 სანდრო ილურიძე - "აკადემია"
    11 გიორგი კვესელაძე - "იუნკერები"
    10 რეზი ჯინჭველაშვილი - "აია"
    9 ვასილ ლობჟანიძე - "არმაზი"

    შერკინება (ფორვარდები)
    1 ნიკა ნეფარიძე - "ლოკომოტივი"
    2 ბადრი ალხაზაშვილი - "კაპ. ლელო სარასენსი"
    3 გიორგი მელიქიძე - "ხარები"
    4 ოთარ გიორგაძე - "აია"
    5 მიხეილ ბაბუნაშვილი - "ტარბი" [სფრ]
    6 თორნიკე ბუბუტეიშვილი - "ლელო სარასენსი"
    7 დავით პაპავაძე - "ჯიქი"
    8 ბექა გორგაძე - "მონ დე მარსანი" [სფრ]

    მარქაფა (სათადარიგოები)
    22 გიორგი ბაბუნაშვილი - "აია"
    21 თემურ თუთბერიძე - "აია"
    20 რატი შანიძე ლელო - "სარასენსი"
    16 გიორგი თედორაძე - "თიბიესი"
    17 ბექა კაკაბაძე - "კლერმონი" [სფრ]
    18 თორნიკე ზოიძე - "კლერმონი" [სფრ]
    19 გიორგი ცუცქირიძე - "ბრივი" [სფრ]

    სამწვრთნელო შტაბი
    ილია მაისურაძე - მთავარი მწვრთნელი, ლადო კილასონია - მწვრთნელი, ზურა ამონაშვილი - მწვრთნელი, გაგა გურეშიძე - მწვრთნელი, ირაკლი ჭყონია - ფიზ. მომზადების მწვრთნელი, გიორგი ნადარეიშვილი - ფიზ. მომზადების მწვრთნელი, ვახტანგ წიკლაური - ექიმი, ირაკლი შაორშიძე - ფიზიო, ლიამ რობინსონი- ფიზიო, დავით რამიშვილი - ვიდეო ანალიტიკოსი, ოთარ იაშვილი და ირაკლიხუნდაძე - მენეჯერები.

    მატჩის საყურებელი ბმული.

    © საქართველოს რაგბის კავშირი
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        24-05-2015, 15:34
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ