რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    შერმადინმა "კანტუს" სერიის მე-3 მატჩი მოაგებინა

    გიორგი შერმადინმა იტალიის პლეი ოფში გაიბრწყინა. ქართველმა ცენტრმა შედეგიანი მატჩი ჩაატარა და "კანტუს" მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩი მოაგებინა. ამ გამარჯვების შემდეგ კანტუელებმა "უმანა ვენეციასთან" სერიაში ჩამორჩენა 1:2 შეამცირეს.

    შერმადინის გუნდმა სერიის საწყისი 2 შეხვედრა ვენეციაში ბრძოლაში დათმო, რის შემდეგაც ბრძოლამ კანტუში გადაინაცვლა. მასპინძლებმა ქართველი ცენტრის გამორჩეული თამაშითა და, რა თქმა უნდა, გუნდური სულისკვეთებით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს - 90:80.

    შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 22 წუთი გაატარა. გიორგიმ 8-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ მის ანგარიშზე 13 ქულა, 9 მოხსნა, 4 დაფარება და 2 პასი დაგროვდა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 30 შეადგინა და მთელი 12 ერთეულით გადააჭარბა მის შემდეგ კანტუელთაგან საუკეთესო ჯეიმს ფელდეინის ანალოგიურ მონაგარს.

    სერიის მე-4 შეხვედრა კვლავ კანტუში - 25 მაისს გაიმართება. ამავე დღეს შედგება "ენელ ბრინდისისა" და "რეჯიო ემილიას" სერიის მე-4 მატჩიც. ბრინდისელთა ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი, ჯეიკობ პულენი იცავს, რომლის ქებული თამაშის წყალობით გუნდმა მოედნის უპირატესობა მოიპოვა.

    "ბრინდისიმ" სერიის წინა მატჩი რეჯიო ემილიაში მოიგო, რის შემდეგაც, შინაც იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა. გასულ შეხვედრაში პულენმა 32 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა, მისმა გუნდმა კი "რეჯიო ემილიას" დაძაბულ ბრძოლაში - 62:58 სძლია. პულენის გუნდს სერიის მოსაგებად მე-3 გამარჯვების მოპოვება ესაჭიროება.

    © საქართველოს კალათბურთის ფედერაცია
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        24-05-2015, 20:14
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ