რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    2017 და 2018 წლებში საქართველო უშუში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

    27 მაისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელთა პრესკონფერცია გაიმართა, რომელსაც ასევე დაესწრნენ სპორტის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი დოლაბერიძე და "პრაიმ-სპორტს მენეჯმენტის" პრეზიდენტი, ზურაბ ბოქოლიშვილი.

    პრესკონფერენციის თემა იყო ქართველ უშუისტთა წარმატება ევროპის ჩემპიონატზე და ასევე საქართველოში უშუს ევროპის ჩემპიონატების ორგანიზება 2017 და 2018 წლებში.

    ბულგარეთში, ქალაქ სტარაზაგორაში 18 მაისს გაიმართა კონგრესი, სადაც სხვა საკითხებთან ერთად მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 2017 წელს (ტრადიციულ სტილში) და 2018 წელს (სპორტულ სტილში) ევროპის ჩემპიონატის თბილისში ჩატარების თაობაზე.

    კონგრესზე, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ვერულიძემ გააკეთა საქართველოს პრეზენტაცია და 26 ქვეყნის წარმომადგენელმა ერთხმად მხარი დაუჭირა თბილისში ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას. საქართველოს მთავარი კონკურენტი იყო უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ გიორგი ვერულიძე არჩეულ იქნა 15 კაციან ევროპის აღმასრულებელ საბჭოში. გარდა ამისა მას მიენიჭა საერთაშორისო B კატეგორიის მსაჯობის სერტიფიკატი.

    წელს ევროპის უშუს ფედერაციის დაარსების 30 წელი შეუსრულდა. კონგრესზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი და უშუს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, იუ ზაიჩინგი, რომელმაც 2017 წლისთვის თბილისში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა. სულ მალე კი 3-6 ივლისს თბილისში გაიმართება უშუს მე-8 საერთაშორისო ტურნირი, სადაც ჩამოვა ევროკომისია, რომლის მოვალეობაც იქნება წინასწარი შეფასება ჩვენი ქვეყნის მზადყოფნისა ევროშეჯიბრისთვის.

    საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრები 13-23 მაისს იმყოფებოდა ევროპის მე-3 ჩემპიონატზე ტრადიციულ უშუში ქალაქ სტარაზაგორაში (ბულგარეთი), სადაც 26 ქვეყანა ღებულობდა მონაწილეობას.

    საქართველოს დელეგაცია წარდგენილი იყო 6 კაციანი შემადგენლობით. ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და საბოლოოდ 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა ჩემპიონატი:

    ახალგაზრდებში: დავით გულისაშვილი - ფანცზი ცუიანი მე-2 ადგილი; შაოლინის ძიანი მე-3 ადგილი და პუდაო (გრძელი იარაღი) მე-3 ადგილი.

    დიდებში: ნინო ჩიხლაძე - ჩენ ტაიციცუიანი მე-3 ადგილი და ჩენ ტაიციძიანი (მახვილი) მე-3 ადგილი; ლაშა სუმბულაშვილი - ტაიცი ფან (მარაო) მე-2 ადგილი; ვლადიმერ ბურჭულაძე - ვინჩუნი მე-4 ადგილი.



    ფოტო-თამუნა ყულუმბეგაშვილი
    © სამინისტროს პრესსამსახური
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        28-05-2015, 10:19
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ