რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ზაფხულის სარაგბო სეზონის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე

    ზაფხულის სარაგბო სეზონის გახსნამდე რამდენიმე საათი რჩება. დღეს, 3 ივნისს 19 საათზე რუსთავის სარაგბო სტადიონზე "მზარდი საქართველო" და უელსური "ქროშეიზ XV" (უელსის საშინაო პირველიბის ნაკრები) 2-მატჩიანი სერიის პირველ რკენას გამართავენ.

    შეგახსენებთ, რომ ორივე მატჩზე დასწრება თავისუფალია და იმედი გვაქვს, რომ ქართული რაგბის ქომაგი არ გაუშვებს ხელიდან ეროვნული ნაკრების უახლოესი რეზერვის თამაშის ხილვის შესაძლებლობას და რუსთავის სარაგბო სტადიონის სავსე ტრიბუნებიდან უქომაგებს "მზარდ საქართველოს".

    ორ მატჩიან სერიას ქართველი და უელსელი მსაჯები გაუძღვებიან. სერიის პირველ რკენას, უელსელი რეფერი ნილ ჯეიმს ჰენესი იმსაჯებს. ამ უკანასკნელმა 2015 წლის 14 მარტს თბილისში საქართველოს- რუსეთის მატჩი იმსაჯა.

    ზაფხულის სარაგბო სეზონის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე

    დღეს ორივე გუნდმა რუსთავის სარაგბო სტადიონზე წინა სამატჩო პრესკონფერენციები და კაპიტნის ვარჯიშები გამართეს.

    ლუი თონქინი, "ქროშეიზ XV"-ის მთავარი მწვრთნელი: "ჩვენი გუნდი იმავე პრინციპით კომპლექტდება, რომელი გუნდის წინააღმდეგაც თქვენ უელსში ითამაშეთ, მაგრამ ეს სულ სხვა კოლექტივია. ჩვენთან თამაშობენ უელსის შიდა ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბეები და საქართველოშიც უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვედით. ჩვენ წელიწადში ერთხელ ვიკრიბებით და თამაშებს ვმართავთ".

    "საქართველოში წამოსვლამდე უელსის 20-წლამდელთა ნაკრებს ვეთამაშეთ, რომელიც თავის მხრივ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. საქართველოს შესახებ საკმაო ინფორმაცია გვაქვს. ვნახეთ როგორც ეროვნული და "მზარდი საქართველოს" თამაშები, ასევე დავაკვირდით თქვენი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებს მსოფლიო ახალგაზრდულ ალაფაზე. ვიცით, რომ ძლიერი შერკინება გყავთ და შემადგენლობაც ამის გათვალისწინებით შევარჩიეთ".


    ზაფხულის სარაგბო სეზონის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე

    ლევან მაისაშვილი, "მზარდი საქართველოს" მთავარი მწვრთნელი: "ამ თამაშისთვის მზადებაში ხელი გაურკვევლობამ შეგვიშალა. უელსიდან გვაცნობეს, რომ მათ 21-წლამდელთა ნაკრებით ჩვენს 21-წლამდელების გუნდით უნდა გვეთამაშა და ჩვენს მოთამაშეთა შერჩევა ამის გათვალისწინებით დავიწყეთ. ბირთვი ის გუნდი უნდა ყოფილიყო, რომელმაც პორტუგალიაში "ალაფაზე" ითამაშა და მეც ლისაბონში მიმავლინეს. მერე აღმოჩნდა, რომ ულეის კაცთა გუნდით ჩამოდიოდა, რაც პორტუგალიაში შევიტვყვეთ და სელექციაშიც ცვლილება განხორციელდა, მაგრამ გუნდის მოსამზადებლად დრო ძალიან ცოტა დაგვრჩა".

    "მართალია რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე დავიმატეთ, მაგრამ მაინც ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომლის საშუალო ასაკიც 23 წელიწადია. არიან ეროვნული გუნდის მოთამაშეებიც, მაგალითად გივი ბერიშვილი და ჯაბა ბრეგვაძე, რომელმაც რეაბილიტაცია დაასრულა და ახლა ჩვენთან ითამაშებს. შემადგენლობის შერჩევისას გარკვეული ცვლილებების განხორციელება მოგვიხდა, რაც ტრავმებითაა გამოწვეული. გარდა ამისა, ეროვნული გუნდის ზოგიერთ კანდიდატს დასვენების საშუალება მივეცით".

    "ბადრი ალხაზაშვილმა ვარჯიშზე კისრის ტრავმა მიიღო, რის გამოც 10 დღე გაუცდება, შესაბამისად, ვერ დაგვეხმარება და მის ნაცვლად 20-წლამდელებიდან გიორგი თედორაძეს დავუძახეთ. ვერ დაგვეხმარება ოთარ გიორგაძე, რომელიც ტრავმის მოშუშებას ვერ ახერხებს და დავით პაპავაძეს ვუხმეთ. ტრავმა რამდენიმე ხაზის მოთამაშესაც აწუხებს, თუმცა, შემადგენლობა მაინც ოპტიმალურია".

    "ვუერთდებით გაეროს გენერალური მდივნის კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ჩვენი თამაშიც ამას მიეძღვნება. ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია და მითუმეტეს ძალადობა ქალთა წინააღმდეგ. ჩვენი ვალია, რომ არ ვიყოთ გულგრილები ასეთი მოვლენების მიმართ. ამ ყველაფერთან რაგბის ფასეულობები პირდაპირ კავშირშია და თაობები ისე უნდა ავღზარდოთ, რომ მსგავსი აქციების გამართვა საჭირო აღარ გახდეს".


    გივი ბერიშვილი, "მზარდი საქართველოს" კაპიტანი: "ცოტა დრო გვქონდა, თუმცა, ვფიქრობ, ხვალინდელი თამაშისთვის სათანადოდ მოვემზადეთ, რაც მწვრთნელების დამსაცურებაა. მათ ისე დაგეგმეს ვარჯიშები, რომ მცირე დროშიც კი, დიდი სამუშაო გავწიეთ. მომავალი თამაში იქნება დაძაბული. ჩვენს წინააღმდეგ გამოცდილი გუნდი. თუ შევძელით მწვრთნელების მითითებების მოედანზე გადატანა, ყველაფერი კარგად იქნება. პირველად ვარ გუნდის კაპიტანი და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მოხარული ვარ ასეთი ნდობისთვის და ვეცდები მწვრთნელების იმედები გავამართლო".

    ვარჯიშის ფოტოები - ბმული
    პრესკონფერენციის ფოტოები - ბმული

  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        3-06-2015, 14:19
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ