image

"იუვენტუსი" - "ბარსელონა", ფეხბურთელები მატჩის წინ

დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და კატალონიის "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან. მატჩამდე ორივე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა, პრესკონფერენცია გამართა.

ხერარდ პიკე: "გულშემატკივრების მხარდაჭერა საგრძნობია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანმა ვერ შეძლო შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ყიდვა, გვინდა, რომ მათ ჩვენთვის თავგანწირვა დავუფასოთ. წინ ძალიან მნიშვნელოვანი ფინალია. მთელი სეზონი ვმუშაობდით იმისათვის, რათა აქამდე მოვსულიყავით. რა თქმა უნდა, ახლა ტიტულის მოგება გვსურს. ჩვენ გვყვავს მესი, სუარესი, ნეიმარი და ინიესტა, დიდებული გუნდი - ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო. შესაძლოა, სეზონის დასაწყისში საუკეთესო ფორმაში არ ვიყავით, მაგრამ სიტუაციის გამოვასწორეთ. მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩენოთ, თუ რა შეგვიძლია".

ნეიმარი: "რამდენიმე ფინალი უკვე ვითამაშე, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს კარიერაში. ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი ამ ტიტულის მოგებაზე. დღეს კი ამის დიდებული შანსი მომეცა. მესი და სუარესი დიდებული კლასის მოთამაშეები არიან. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ, რაც საბოლოო ჯამში გვეხმარება მოედანზე. მე გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ".

"იუვენტუსი" - "ბარსელონა", ფეხბურთელები მატჩის წინ


ჯანლუიჯ ბუფონი: "ორივე გუნდი მაღალი კლასის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მესის, სუარესის, ნეიმარისა დაინიესტას წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენც არანაკლები ფებურთელები გვყავს - ვიდალი, პოგბა, ტევესი... ასე რომ, უშანსოდ ფინალში არცერთი გუნდია არაა. ჩემი ერთი შვილი მესის ფანია, მეორე კი ნეიმარის. ისინი ბარსელონას შემტევებს აღმერთებენ. რა თქმა უნდა, ჩემს არც ერთ შვილს არ სურდა, რომ ფინალში "იუვენტუსი" "ბარსას" შეხვედროდა".

ბოუნუჩი: "ბარსელონა" არამხოლოდ შეტევაშია ძლიერი, არამედ მათ ძალინ კარგი დაცვის ხაზიც აქვთ. კიელინის დანაკლისი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. რთულ სიტუაციებში იტალიური გუნდები უფრო კარგად გამოიყურებიან. "ბებერი ქალბატონი" ბერლინში მოსაგებად ჩამოვიდა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს".
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        6-06-2015, 14:13

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ