image

სერენა უილიამსმა მე-20 დიდი სლემის ტურნირი მოიგო

უკვე ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა, სერენა უილიამსა 2015 წლის როლანდ გაროსის დიდის სლემის ტურნირი კარიერაში მე-3 მოიგო. გუშინ მან ფინალურ შეხვედრაში ჩეხი ლუსი საფარჟოვა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.

უილიამსმა ფინალური შეხვედრა ძალიან კარგად დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის წინ ბევრი საუბარი იყო მისი ტრავმის შესახებ, პირველი სეტი ბრწყინვალე სტილში ჩაატარა და სტაბილური ჩაწოდების შედეგად 6:3 მოიგო. სერენას პრობლემები მეორე სეტიდან დაიწყო, როდესაც საფარჟოვამ თამაშს საგრძნობლად მოუმატა და ამერიკელის ორ ბრეიქიანი უპირატესობის მიუხედავად, სეტი ტაიბრეიქამდე მიიყვანა, სადაც უკვე მან იასპარეზა ძალიან კარგად და 7:2 გაიმარჯვა. მესამე პარტიაში როგორც სათამაშო, ისევე ფსიქოლოგიური უპირატესობა ჩეხისკენ იყო და მან გადამწყვეტი სეტიც ბრეიქით დაიწყო, თუმცა სერენამ ზუსტად მაშინ მოუმატა, როდესაც საჭირო იყო და 6:2 იმარჯვა.

2015 წლის როლანდ გაროსის ტიტული სერენასათვის კარიერაში მოგებული მე-20 სლემია, ხოლო ზედიზედ მოგებული მე-3. მან ასევე 2014 წელს ამერიკის ღია პირველობა მოიგო და თუ წელს უიმბლდონსაც დაეუფლება, იგი გახდება ზედიზედ გამართული ოთხი დიდი სლემის ტურნირის ჩემპიონი. გარდა ამისა, თუ 2015 წელს ამერიკის ღია პირველობასაც მოიგებს, უკვე სეზონურ დიდ სლემს მოიგებს.

უილიამსი მთვარი საჩოგბურთო ტიტულების რაოდენობით უკვე ძალიან მიუახლოვდა შტეფი გრაფს, რომელმაც ღია ერაში 22 დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაც შეეხება ლუსი საფარჟოვას, მან პარიზში ბრწყინვალე ორი კვირა ჩაატარა და ამ ყველაფრის დასასრული დღეს გასამართი წყვილთა თანრიგის შეხვედრა იქნება, რომელშიც იგი მატეკ-სანდსთან ერთად იაროსლავა შვედოვასა და ეისი დელაქუას წყვილს დაუპირისპირდება.
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        7-06-2015, 13:26

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ