რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    "დინამო" "სიონთან" დამარცხდა

    დღეს მიხეილ მესხის სახელობიოს სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის მე- 17 ტურის მატჩი გაიმართა. ბოლნისის "სიონმა" "დინამო თბილისს" უმასპინძლა.

    შეხვედრა საშუალო რიტმში დაიწყო და მთელი პირველი ტაიმი იმავე რიტმში გაგრძელდა. სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე "დინამო" დაეუფლა, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. ჯიღაურმა, ბუკორაცმა, შერგელაშვილმა და მანუელმა რამდენჯერმე გაამწვავეს შეტევა, მაგრამ უშედეგოდ. 35-ე წუთზე ბოლნისელებმა არაზუსტად მოიგერიეს ბურთი და დაახლოებით 35 მეტრიდან მათე ცინცაძემ ზუსტი და ძლიერი დარტყმით გადაგზავნა ბურთი "სიონის" კარში 0:1. ტაიმის დამატებულ წუთზე "სიონმა" მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. ზუსტი დარტყმა ალბერტუს ანგარიშზეა 1:1.

    მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძლებმა საჯარიმო შეასრულეს. სიჭინავას ჩაწოდებულს დაჩი ცნობილაძე გამოეხმაურა და "სიონი" დააწინაურა 2:1. 56-ე წუთზე "დინამოს" შემადგენლობაში ოთარ კიტეიშვილის დებიუტი შედგა, რომელმაც სტეფან ბუკორაცი შეცვალა. შეხვედრა მთლიანად დინამოელთა უპირატესობით გაგრძელდა. 79-ე წუთზე კიტეიშვილი-ჩირგაძის შეტევა საკმაოდ სახიფათოდ განვითარდა, მაგრამ არაზუსტი დარტყმით დასრულდა. საბოლოოდ "სიონმა" 2:1 დაამარცხა "დინამო".

    "სიონი" 2:1 "დინამო"
    გოლი: 0:1 ცინცაძე 35’ 1:1 ალბერტუ 45’ 2:1 ცნობილაძე 50’
    გაფრთხილება: ფოფხაძე 28’ ცნობილაძე 56’ გურეშიძე 69’ რენე 74’
    სიონი: მერლანი, გურეშიძე, ფოფხაძე, ცნობილაძე, საჯაია, გაფრინდაშვილი, ცხადაია, ჭანკოტაძე (გოგობერიშვილი 68), სიჭინავა (ქებურია 62), უგულავა (ლობჯანიძე 73), ალბერტუ
    დინამო: ჰრდლიჩკა, ჭანტურია, რენე, ტაბატაძე, შერგელაშვილი, ცინცაძე, ბუკორაცი (კიტეიშვილი 56), პარუნაშვილი (ჯანელიძე 78), ჯიღაური (ჩირგაძე 63), ჭანტურიშვილი, მანუელი.

    წყარო : თბილისის დინამოს ოფიციალური ვებგვერდი
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        1-03-2015, 18:57
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ