image

დომინაცია გრძელდება

დღეს უიმბლდონზე ქალთა შორის ნახევარფინალური შეხვედრები შედგა და ფინალური წყვილის ვინაობა გაირკვა. ამერიკელმა სერენა უილიამსმა რუს მარია შარაპოვას, ხოლო ესპანელმა გაბრინ მუგურუზამ პოლონელ აგნეშკა რადვანსკას სძლია.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა შარაპოვას დამარცხება თითქმის საათნახევარში მოახერხა. სერენას ანგარიშზე 13 ეისი და 3 ბრეიქია, თავად კი საკუთარი მოწოდება არცერთხელ დაუკარგავს. საბოლოოდ შეხვედრა მისი გამარჯვებით 6:2, 6:4 დასრულდა და კარიერაში იგი მეექვსედ იბრძოლებს დიდი სლემის რიგით მესამე, ბევრის აზრით, ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტიტულის მოსაგებად. თუკი უილიამსმა ეს შეძლო, მის ანგარიშზე 21 დიდი სლემის ტიტული იქნება და შტეფი გრაფთან სხვაობა მინიმუმამდე შემცირდება. ასევე, მას მიჯრით მოგებული აქვს ამერიკის ღია პირველობა, ავსტრალიის ღია პირველობა და როლანდ გაროსი, უიმბლდონზე გამარჯვება კიდევ ერთი უდიდესი მიღწევა იქნება.

რაც შეეხება მეტოქეს ფინალში, ის 21 წლის ესპანელი ჩოგბურთელი, გაბრინ მუგურუზა იქნება, რომლის პროგრესიც ბოლო ორ სეზონში თვალშისაცემია. აგნეშკა რადვანსკას დასამარცხებლად მუგურუზას სამი სეტი დასჭირდა და საბოლოოდ 6:2, 3:6, 6:3 გაიმარჯვა. ესპანელი ჩოგბურთელისთვის უიმბლდონის დასკვნითი შეხვედრა პირველი ფინალი იქნება დიდი სლემის ტურნირებზე.
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        10-07-2015, 01:35

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ