image

კახა ცხადაძე: "შეგვიძლია ამ ჯგუფში მივაღწიოთ წარმატებას"

ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია.

სანკტ-პეტერბურგში გამართულ წილისყრაზე ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფები დაკომპლექტდა. საქართველოს ნაკრები, რომელიც ფიფას რეიტინგში 153-ე ადგილზეა და წილისყრისას ბოლო, მეექვსე კალათაში იყო, D ჯგუფში მოხვდა.

საქართველოს მეტოქეები იქნებიან მოლდოვის, ირლანდიის, სერბეთის, ავსტრიისა და უელსის ეროვნული გუნდები.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ ნაკრების შანსებზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, არცერთი გუნდი გრანდი არ არის, ოთხივესთან შეიძლება თამაში და არის შანსი, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის რეზო არველაძის თქმით კი, საქართველომ მინიმუმ უნდა ვიბრძოლოს მესამე ადგილზე მოსახვედრად.

რუსთავი 2
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        26-07-2015, 14:22

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ