image

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შევენინგეს ჩელენჯერი მოიგო

რამდენიმე წუთის წინ ჰოლანდიის ქალაქ შევენინგეში ჩელენჯერის ტურნირი დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილი გახდა.

ბასილაშვილის მეტოქე ფინალში რუსი ანდრეი კუზნეცოვი იყო, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 122-ე პოზიციას იკავებს და ფინალში გასასვლელად ჰოლანდიელი რობინ ჰაასეს დამარცხება მოახერხა. ფინალური შეხვედრა კი დაძაბული და ძალიან სანახაობრივი გამოდგა. პირველი სეტი რუსმა ტაიბრეიქზე მოიგო. მეორე პარტიაშიც ყველაფერი ტაიბრეიქმა გადაწყვიტა, რომელიც ქართველის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო გადამწყვეტი, მესამე სეტი ბასილაშვილმა 6:3 მოიგო და 2015 წელს მეორე ჩელენჯერის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ბასილაშვილმა აღნიშნური გამარჯვებით მსოფლიო კლასიფიკაციის ასეულში შესვლა მოახერხა და ხვალიდან იგი განახლებულ რეიტინგში 90-ე პოზიციას დაიკავებს, რითიც მას მეტი შანსი ექნება აგვისტო-სექტემბერში გასამართ ამერიკის ღია პირველობაზე პირდაპირ ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მიიღოს.

WebSport.ge ულოცავს ნიკოლოზ ბასილაშვილს ამ წარმატებას და სამომავლოდ წარმატებებს უსურვებს!!!
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        26-07-2015, 21:26

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ