image

მესიმ არდადეგები შეწყვიტა და გუნდს შეუერთდა

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ფეხბურთელემა, ლიონელ ანდრეს მესიმ შვებულების შეწყვეტა გადაწყვიტა და დღეს გუნდს შეუერთდა. ზუსტად ამდაგვარად მოიქცა "ბლაუგრანას" კიდევ ერთი არგენინელი ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანოც.

როგორც იცით, მესი და მასკერანო კოპა ამერიკაზე მონაწილეობის გამო, გუნდს 4 აგვისტოს უნდა შეერთებოდნენ, მაგრამ არგენტინელებმა სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ფაქტი გაახარებთ ქართველ "ბარსელონას" ქომაგს, რომელებიც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, ლიონელ მესის თბილისში სუპერთასისთვის ელიან.

გუნდს დღეს ასევე შეუერთდნენ ნეიმარი და დანი ალვესი. მათ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარეს.

მესიმ არდადეგები შეწყვიტა და გუნდს შეუერთდა
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        30-07-2015, 12:47

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ