რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ბორჯღალოსნების პირველი ქომაგთა მაღაზია გაიხსნა

    დღეს, 31 ივლისს ქართული რაგბის ქომაგის დიდი ხნის ოცნება ასურლდა - საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპოსნორის ‘ვითიბი’ ბანკის მხარდაჭერით, ვაკის ფილიალში (ჭავჭავაძის გამზირი 2) ქართული რაგბის პირველი "ქომაგთა მაღაზია" (Fun Shop) გაიხსნა. დღეიდან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ბორჯღალოსნების კვართები, ბურთები და ქართული რაგბის სიმბოლიკიანი სხვა ატრიბუტიკა.

    გახსნას ბორჯღალოსნები მერაბ კვირიკაშვილი, ვიტო კოლელიშვილი, ლაშა ლომიძე, სიმონ მაისურაძე დუდუ ქუბრიაშვილი დაესწრნენ, ასევე რაგბის კავშირის და ვითიბი ბანკის ხელმძღვანელობა.

    გახსნაზე მოსულ გულშემატკივრებს სასიამოვნო სიურპრიზი დახვდათ - შენაძენზე ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა ხელი მოუწერეს და მათთან ერთად ფოტოები გადაიღეს.

    საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ განაცხადა: "ეს არის არაჩვეულებრივი მოვლენა! რაგბის ქართველი გულშემატკივრები მოესწრნენ იმ დღეს როდესაც ძალიან მაღალი დონის და ხარისხის რაგბის ქომაგთა მაღაზია იხსნება".

    "უდიდესი მადლობა "ვითიბი" ბანკს, რომელიც გვერდში უდგას საქართველოს რაგბის კავშირს მრავალ საქმეში. ეს მათი ინიციატივა იყო. მათი ხელშეწყობით და ინვესტიციით მოხდა ამ მაღაზიის შექმნა და გახსნა".

    "ვვულოცავ ქომაგებს, მოვუწოდებ, რომ მობრძანდნენ, შეიძინონ მათი საყვარელი ეროვნული ნაკრების ატრიბუტიკა და როგორც ყოველთვის მხურვალედ უქომაგონ ჩვენს ნაკრებს.

    "ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა ეხმარებოდეს ბიზნესი სპორტს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა "ვითიბი" ბანკს - მის ხელმძღვანელს, ბატონ არჩილ კონცელიძეს, ვიცე პრეზიდენტ გიორგი ბარკალაიას და ყველა თანამშრომელს ვინც ჩართული იყო ამ საქმეში".


    ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ განაცხადა: "მოხარულები ვართ, რომ დღეს ვითიბი ბანკის მხარდაჭერით გაიხსნა მაღაზია, სადაც საქართველოს ნაკრების ქომაგებს, პირველად გაუჩნდათ შესაძლებლობა შეიძინონ საყვარელი გუნდის მხარდასაჭერი ატრიბუტები. ვითიბი ბანკი, ნაკრების გენერალური სპონსორია, ამიტომაც გაჩნდა ეს იდეა და შედეგად პირველი "ქომაგთა მაღაზია" (Fun Shop) ჩვენ ფილიალში დღეს გაიხსნა. გვინდა წარმატება უსურვოთ ბორჯღალოსნებს რაგბის მსოფლიო თასზე, იმედია ქართველი გულშემატკივარი კიდევ უფრო აქტიურად უქომაგებს ჩვენს ბიჭებს".

    საქართველოს რაგბის კავშირი
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        31-07-2015, 18:04
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ