რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    "მერანთან" ნავსის გასატეხად

    5 მარტს, მიმდინარე პირველობის მორიგ ტურში ქუთაისის "ტორპედო" საკუთარ არენაზე მარტვილის "მერანს" მიიღებს. თამაში 15 საათზე დაიწყება. ასევე გეტყვით იმასაც, რომ კლუბის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, ამ სეზონში "ტორპედოს“ ყველა საშინაო მატჩზე დასწრება უფასოა.

    "ტორპედოს" მომდევნო მეტოქე გასულ 17 ტურში დაგროვილი 21 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება. სანამ მეორე წრეს დაიწყებდა, სადაც სასტარტო მატჩები თბილისის "ვიტ ჯორჯიასთან"(2:2) და „ცხინვალთან“(0:2) ჩაატარა, "მერანმა" ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი თურქეთში გაიარა. უკრაინელი თავკაცის, ვლადიმერ ლობასის გუნდმა რამდენიმე ახალ ფეხბურთელთან ერთად უცხოურ შეკრებაზე 4 საკონტროლო მატჩი გამართა.

    მიმდინარე სეზონში ქუთაისელები 3-ჯერ შეხვდნენ მარტვილელებს, ჩემპიონატში მეტოქემ 3:1 მოგვიგო, თასზე კი, მერანელები "ტორპედომ" 1/8 ფინალიდან გამოთიშა გათამაშებას(3:0, 3:4). გთავაზობთ ამ მატჩების პროტოკოლებს:

    "მერანი" – "ტორპედო" 3:1

    "მერანი" – "ტორპედო" 0:3

    "ტორპედო" – "მერანი" 3:4


    დისკვალიფიკაციის გამო დამდეგ მატჩში ქუთაისის "ტორპედოს" 3 ფეხბურთელი - თენგიზ ჩიკვილაძე, გივი იოსელიანი და ბექა ტუღუში დააკლდება, რომლებმაც ჩემპიონატის წინა ტურში მესამე ყვითელი ბარათები მიიღეს.

    აღსანიშნავია, რომ გასული წლის ჩათვლით, ჩემპიონატში "ტორპედოს" ზედიზედ 11 თამაშია, რაც არ მოუგია, "მერანმა" კი, 5 მატჩში ვერ მოახერხა გამარჯვება.

    აქვე მარტვილის "მერანთან" ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაზეც მოგახსენებთ. სულ გუნდებს შორის უმაღლეს ლიგასა და ეროვნულ თასზე 14 მატჩია გამართული, რომელთაგან 7 "ტორპედომ" მოიგო, 5 - "მერანმა", 1 კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება ქუთაისელთა სასარგებლოდაა - 25:17.

    ურთიერთშეხვედრების ისტორიაში "ტორპედომ" "მერანი" უდიდესი ანგარიშით - 5:1, 2014 წლის 18 აპრილს დაამარცხა, საპირისპიროდ კი, ანგარიშით 0:3 ორჯერ იწვნია მარცხი.

    ქვემოთ გთავაზობთ "მერანის" წინააღმდეგ ზემოხსენებულ შეხვედრებში ტორპედოელ მეგოლეებს.

    4 გოლი - ოთარ კვერნაძე
    3 გოლი - თენგიზ ჩიკვილაძე
    2 გოლი - ნიკოლოზ საბანაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი კუხიანიძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი
    1 გოლი - რევაზ გოცირიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, თორნიკე კაპანაძე, ზაზა ჭელიძე, ირაკლი ლექვთაძე, მამუკა ღონღაძე, ვაჟა ტაბატაძე, ალეკო ჩაკვეტაძე, ნიკო კვასხვაძე.

    ს.კ. ტორპედო ქუთაისი
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        4-03-2015, 12:05
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ