რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    "დინამო" - "ზესტაფონი" (ურთიერთშეხვედრები)

    5 მარტს 17.00 საათზე თბილისში, "დინამო არენაზე" XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს "დინამო" და "ზესტაფონი" დაუპირისპირდებიან. თბილისელები თითქმის სამ თვიანი პაუზის შემდეგ პირველ შეხვედრას გამართავენ საკუთარ კედლებში.

    დღემდე "დინამო" თბილისი და "ზესტაფონი" ეროვნულ ასპარეზზე ერთმანეთს 34– ჯერ შეხვედრიან. დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა მეტოქე 19 შემთხვევაში დაამარცხეს, 6 მატჩი ფრედ დასრულდა, 9 შეხვედრაში კი ყვირილისპირებემა იმარჯვეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება თბილისელთა სასარგებლოდ – 51/33 არის.

    "დინამო" – "ზესტაფონის" დაპირისპირებაში ყველაზე პოპულარული ანგარიში 1:0 არის, რომელიც 11 შეხვედრაში დაფიქსირდა. დიდი ანგარიშით ოთხი შეხვედრა დასრულდა. 2012/2013 სეზონის ბოლო ტურის მატჩში 18 მაისს, "დინამომ" მეტოქე ხუთბურთიანი სხვაობით– 6:1 დაამარცხა. 2009 წლის 10 აპრილს დედაქალაქლებმა გასვლით შეხვედრაში "ზესტაფონს" ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. ამავე წლის 29 აგვისტოს "დინამოელები" ზესტაფონში მარგველ ფეხბურთელებთან 1:4 დამარცხდნენ.

    "დინამოს" ზესტაფონური გუნდებიდან, ასევე "მარგვეთთან" და "მეტალურგთან" უთამაშია. ამ შეხვედრებში თბილისელებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ. 21 ჩატარებულ მატჩში ზესტაფონელებმა მხოლოდ 2– ჯერ იმარჯვეს, 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 16 შემთხვევაში თბილისელებმა იზეიმეს გამარჯვება. ბურთების შეფარდება 82/15 "დინამოს" სასარგებლოდ. ყველაზე დიდი ანგარიშით "დინამომ" 1994 წლის 15 ოქტომბერს- 10:1 იმარჯვა. 1996 წლის 17 ნოემბერს დედაქალაქურმა კლუბმა 8 უპასუხო ბურთი გაუტანა "მარგვეთს".

    უკანასკნელი შეხვედრა "დინამოსა" და "ზესტაფონს" შორის 2014 წლის 23 აგვისტოს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. საკმაოდ საინტერესო და დაძაბული დაპირისპირება თბილისელთა გამარჯვებით– 3:2 დასრულდა. "ზესტაფონელთა" კარში გიორგი პაპუნაშვილმა და ირაკლი ძარიამ (2) გაიტანეს გოლები.

    თბილისი "დინამოს" ვებგვერდი
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        4-03-2015, 12:12
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ