რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ვინ გახდებოდა ჩემპიონი, ყველაფერს რომ გუნდების ღირებულება წყვეტდეს

    ევროპული სეზონი სულ ახლახანს განახლდა. ბობოლები ჯერ კიდევ ძალებს იკრებენ და ბევრი წამყვანი გუნდის შემადგენლობა თუ ფინანსური მხარე ბოლომდე სრულყოფილ სახეს არ ატარებს, აგვისტოს ბოლომდე კიდევ რამდენიმე კვირაა დარჩენილი და შესაძლოა წინ მოვლენათა საინტერესო განვითარება გველოდეს.

    საინტერესოა, რომ ექვსი წამყვანი ლიგის, ინგლისის, ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და რუსეთის ჩემპიონატების განხილვისას, ხუთ შემთხვევაში გასულ სეზონში გამარჯვებული გახდა ის გუნდი, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ სეზონში, კვლავ ფინანსები გადაწყვეტს ყველაფერს თუ შედარებით ხელმოჭერილი გუნდები სწორი მენეჯმენტით შეძლებენ საკუთარი მიზნების მიღწევას?! გავააანაზილოთ გასული სეზონი და წარსულიდან გამომდინარე შევეცადოთ სამომავლოდ გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ.

    ინგლისის პრემიერ ლიგა

    1. 2014/15 სეზონის ყველაზე ძვირადღირებული გუნდი: "ჩელსი" (526 მილიონი ევრო)
    2. სეზონის გამარჯვებული: "ჩელსი".

    თუკი პრემიერ ლიგის გუნდების ეკონომიკურ შესაძლებლობებს განვიხილავთ, "ჩელსი" კვლავ ლიდერობს (კლუბის მთლიანი ღირებულება 565 მილიონი ევრო). მეორე ადგილს იკავებს "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელიც 120 მილიონით ჩამორჩება "არისტოკრატებს"( ჯამური ღირებულება 447 მილიონი ევრო), ანხელ დი მარიას "პსჟ-ში" ოფიციალურად გადასვლის შემდეგ კი, ეკონომიკურ რეიტინგში მესამე ადგილზე გადაინაცვლებს, ხოლო მეორე ადგილს "იუნაიტედის" თანაქალაქელი "სიტი" დაიკავებს (438 მილიონი). მიმდინარე სეზონი სამეულში მყოფ გუნდებთაგან "ქალაქელებმა" ყველაზე რიხიანად დაიწყეს და შესაძლოა პრემიერ ლიგაში არსებული ტენდენცია მიმდინარე წელს დაირღვეს, თანაც იმ ფონზე, რომ ლუი ვან გაალი სერიოზული მიზნების მიღწევას აპირებს და ამას თამამად აცხადებს.

    ესპანეთის პრიმერა დივიზიონი

    1. 2014/15 სეზონის ყველაზე ძვირადღირებული გუნდი: "რეალი" (645 მილიონი ევრო)
    2. სეზონის გამარჯვებული: "ბარსელონა"

    პრიმერას გუნდების ეკონომიკურ პოტენციალს თუ განვიხილავთ, დავრწმუნდებით, რომ "რეალისა" (744 მიმდინარე სეზონში) და "ბარსელონას" (690 მიმდინარე სეზონში) საერთო ღირებულება სხვა გუნდებისას ბევრად აღემატება, თუმცა მათ შორისაც აშკარა უპირატესობა წელსაც, როგორც გასული სეზონების განმავლობაში, "სამეფო გუნდის" მხარესაა. ამას ერთვის ის ფაქტიც, რომ კატალონიელებს 2016 წლის 1 იანვრამდე არ შეუძლიათ ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში შეძენილი ფეხბურთელები, არდა თურანი (35 მილიონი) და ალეიშ ვიდალი (10 მილიონი), გამოტოვებენ სეზონის პირველ ნახევარს. რაც შეეხება "რეალის" ზოგად პოლიტიკას, იგი არასტაბილურობით გამოირჩევა. ისტორიულად იყო პერიოდები, როცა ფეხბურთელებში გადახდილი კოლოსალური თანხები ამართლებდა და მადრიდული გუნდი უდიდეს წარმატებებს აღწევდა, თუმცა საკუთარ აღზრდილებზე კონცენტრირებული "ბარსელონა" ხშირად უქმნიდა "რეალს" სერიოზულ პრობლემებს.

    საფრანგეთის ლიგა 1

    1. 2014/15 სეზონის ყველაზე ძირადღირებული გუნდი: "პსჟ" (386 მილიონი ევრო)
    2. სეზონის გამარჯვებული: "პსჟ"

    საფრანგეთის ჩემპიონატი ევროპის წამყვან საფეხბურთო ლიგებს შორის ყველაზე პროგნოზირებადია. ლორან ბლანის გუნდი ქვეყნის, ფაქტობრივად, ერთადერთი სუპერკლუბია, რომლის საერთო ღირებულებაც 359 მილიონ ევროდაა შეფასებული. აღნიშნული რიცხვი ცვალებადია იმდენად, რამდენადაც მასზე აისახება როგორც ნამატი ანხელ დი მარიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ისე შესაძლო დანაკლისი ტიაგუ მოტას, ბლიაზე მატიუიდის, ედისონ კავანისა და შესაძლოა ზლატან იბრაჰიმოვიჩის სახითაც კი. რეიტინგში შემდეგი კლუბია "ლიონი" (153 მილიონი ევრო), მესამე "მონაკო" (133 მილიონი), ხოლო მეოთხე "მარსელი" (103 მილიონი).

    გერმანიის ბუნდესლიგა

    1. 2014/15 სეზონის ყველაზე ძვირადღირებული გუნდი: "ბაიერნი" (564 მილიონი ევრო)
    2. სეზონის გამარჯვებული: "ბაიერნი"

    თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანიის გუნდესლიგაში არსებული სიტუაცია ეკონომიკური კუთხით საფრანფეთის ჩემპიონატში არსებულის ასლია. მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელმა ტრიუმფატორმა "ბაიერნმა" ბასტიან შვაინშტაიგერი დაკარგა, კონკურენტებთან შედარებით მაინც სერიოზულ უპირატესობას ინარჩუნებს. "რეკორდმაისტერის" საერთო ღირებულება მიმდინარე სეზონში უკვე 568 მილიონ ევროს შეადგენს. მეორე ადგილს 302 მილიონით "დორტმუნდი", ხოლო მესამეს 238-ით - "ვოლფსბურგი" იკავებს. ზოგადად, ბუნდესლიგის გასულ სეზონებს თუ გადავხედავთ, ცალსახად დავინახავთ, რომ "ბაიერნი" საკუთარ ფინანსურ უპირატესობას სატურნირო ცხრილზე ხშირ შემთხვევაში ასახავს ხოლმე.

    იტალიის სერია ა

    1. 2014/15 სეზონის ყველაზე ძვირადღირებული გუნდი: "იუვენტუსი" (357 მილიონი ევრო)
    2. სეზონის გამარჯვებული: "იუვენტუსი"

    გავლენიან ინტერნეტ-გამოცემა Transfermarket.de-ს თუ დავუჯერებთ, სერია ას გუნდებს შორის "იუვენტუსი" მიმდინარე წელსაც დამაჯერებლად ლიდერობს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონთან შედარებით კლუბის ღირებულება 2 მილიონი ევროთი შემცირდა და 355 მილიონს შეადგენს, "ბებერი სინიორა" ფინანსური კუთხით კონკურებტებს - "ნაპოლის" (272 მილიონი), "ინტერს" (264 მილიონი), "რომას" (261 მილიონი), "მილანსა" (192 მილიონი) და "ლაციოს" (177 მილიონი) სერიოზული უპირატესობით ჯობნის.
    შეგახსენებთ, რომ ზაფხულში "იუვენტუსი" კარლოს ტევესმა, ანდრეა პირლომ და არტურო ვიდალმა დატოვეს. მათ სანაცვლოდ კი გუნდმა სიმონე ძაძა, პაულო დიბალა, სამი ხედირა და მარიო მანჯუკიჩი შეიძინა.

    რუსეთის პრემიერ ლიგა

    1. 2014/15 სეზონის ყველაზე ძვირადღირებული გუნდი: "ზენიტი" (234 მილიონი ევრო)
    2. 2014/15 სეზონის გამარჯვებული: "ზენიტი"

    ბოლო წლებში ფინანსური კუთხით რომ რუსეთის ჩემპიონატი საგრძნობლად გაძლიერდა, აშკარაა. გასული სეზონის ტრიუმფატორი, "ზენიტი" წელს ეკონომიკურად კიდევ უფრო მომაგრდა და უკვე ევროპულ ასპარეზზეც სერიოზული მიზნების მიღწევას ისახავს მიზნად. პეტერბურგელების უშუალო კონკურენტი წელსაც მოსკოვის "ცსკაა", რომლის საერთო ღირებულება 139 მილიონ ევროს შეადგენს. დანარჩენი გუნდების ღირებულება კი 100 მილიონ ევროს არ სცილდება.
  • ავტორი: messi        14-08-2015, 02:08
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ