რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    თბილისის მერიის თასი იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო

    თბილისის მერიის ტურნირი იტალიის ეროვნული გუნდის გამარჯვებით დასრულდა. სიმონე პიანიჯანის გაწვრთნილმა სკუადრა აძურიმ საქართველოს ეროვნულ გუნდს 87:67 მოუგო და გამარჯვებულისთვის დაწესებული საჩემპიონო თასი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძისა და თბილისის მერის მოადგილე ლევან ლექვინაძისგან ჩაიბარა.

    იტალიის ნაკრებმა მთელი თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა. პიანიჯანის გუნდი დაცვაშიც კარგად თამაშობდა და შეტევაშიც. სტუმრები თითქმის უშეცდომოდ ესროდნენ როგორც ახლო, ისე შორი დისტანციებიდან. თავის მხრივ ქართველებიც შედეგიანად უტევდნენ და პირველ ტაიმში საკმაოდ ბევრი - 40 ქულა ჩააგდეს, თუმცა მეტოქე მეტი შედეგიანობით გამოირჩა და სტუმრები დიდი შესვენებისთვის 52:40 დაწინაურდნენ.

    მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. იტალიელები შედეგიან თამაშს აგრძელებდნენ და სოლიდურ უპირატესობას ინარჩუნებდნენ. საქართველოს ნაკრებს ჰქონდა დადებითი ეპიზოდები და ჩამორჩენას ამცირებდა, თუმცა 10 ქულაზე დაბლა იტალიელთა ლიდერობა არ ჩამოსულა.

    მატჩი ისე დასრულდა, იტალიელთა მოგებას საფრთხე არ დამუქრებია. საბოლოოდ სკუადრა აძურიმ 20 ქულის სხვაობით მოიგო და თბილისის მერიის თასის გამარჯვებული გახდა. სტუმრებს ალესანდრო ჯენტილემ 20 ქულით ულიდერა, 17 ქულა ჩააგდო დანილო გალინარიმ, ხოლო ლუიჯი დატომეს ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.

    მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი ზაზა ფაჩულია გახდა, რომელმაც 21 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 14 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა გიორგი ცინცაძემ, მანუჩარ მარკოიშვილის ანგარიშზე კი 9 ქულა დაგროვდა. ორმაგ დუბლს მიუახლოვდა ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც 10 მოხსნა და 8 ქულა მიითვალა.

    მატჩის შემდეგ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. მეორე ადგილზე გასული საქართველოს ნაკრები ვეტერანმა კალათბურთელმა ნიკოლოზ დერიუგინმა და თბილისის მერიის სპორტის სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ დააჯილდოვეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშისთვის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ სამახსოვრო პრიზი დააწესა, რომელიც იტალიელთა ერთ-ერთ ლიდერ დანილო გალინარის აღნიშნული კომპანიის პრეზიდენტმა დავით გიორგობიანმა გადასცა.

    საქართველოს კალათბურთის ფედერაცია
  • ავტორი: messi        17-08-2015, 14:40
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ