რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ვან გაალის "4 რაინდი"

    ლუი ვან გაალმა სეზონის წინ განაცხადა, რომ 4-2-3-1 ტაქტიკით აპირებს თამაშს და წინა ხაზში მხოლოდ უეინ რუნის გამწესებას აპირებს, თუმცა იქვე დასძინა, რომ თუ გუნდს შესაძლებლობა ექნება მაღალკვალიფიციური ფორვარდი ჩაიგდოს ხელში, ამ შანსს "იუნატედი" არ გაუშვებს. "სუონსისთან" შეხვედრამ კი კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ "მანჩესტერ იუნატედს" შეტევის ხაზში ძალიან უჭირს. გუნდმა სეზონის წინ რობინ ვან პერსი და რადამელ ფალკაო გაუშვა, მათი ადგილი კი ვერავითი შეავსო. ისიც ფაქტია, რომ უეინ რუნი აშკარად არაა ფორმაში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ერთ-ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ შეადგინა იმ ფორვარდების სია, რომელთაც "წითელი ეშმაკების" შეტევის ხაზის გაძლიერება აშკარად შეუძლიათ და რომელთა მიმართ ინტერესსაც ლუი ვან გაალი ირიბად თუ პირდაპირ ამჟღავნებს.

    ანტუან გრიზმანი - "ატლეტიკო"
    გადახდილი თანხა: 45 მილიონი ევრო.
    გამოსასყიდი თანხა: 80 მილიონი ევრო.
    "მან.იუნატედში" გადასვლის შანსი: 10%


    ანტუან გრიზმანი რონალდუსა და მესის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. გარდა იმისა, რომ იგი ფეხით დიდებულად თამაშობს, მოედანს იდეალურად ხედავს და სწრაფია, თავითაც კარგად შეუძლია თამაში. ზაფხულის მსვლელობისას ძალიან ხშირად მას სწორედ "იუნატედს" უკავშირებდნენ, თუმცა ჯერ-ჯერობით ვან გაალმა მისი გადაბირება ვერ მოახერხა.

    ფილიპე ანდერსონი - "ლაციო"
    გადახდილი თანხა: 20 მილიონი ევრო
    გამოსასყიდი თანხა: 50 მილიონი ევრო.
    "მან.იუნატედში" გადასვლის შანსი: 30%


    "იუნატედს" ყველაზე მეტი შანსი, ალბათ, ფილიპე ანდერსონის შემთხვევაში აქვს. ფილიპე დრიბლინგის ოსტატია (საკუთარი მაჩვენებლით ამ კომპონენტში იგი მესამეა იტალიაში), აქვს ძალიან კარგი დარტყმა და გოლიც ხშირად გააქვს (10 გოლი გასულ სეზონში). გარდა ინდივიდუალური სიძლიერისა, იგი გუნდურ თამაშშიც ძალიან კარგია, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ შარშან მან 7 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. ანდერსონის მთავარი სისუსტე არასტაბილურობა და ხანდახან ზედმეტი ინდივიდუალიზმია.

    ნეიმარი - "ბარსელონა"
    გადახდილი თანხა: 80 მილიონი ევრო.
    გამოსასყიდი თანხა: მილიარდი ევრო.
    "მან.იუნატედში" გადასვლის შანსი: 10%


    ბოლო პერიოდის მთავარი სატრანსფერო ჭორი სწორედ ნეიმარისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" კავშირს ეხება. გასულ წელს ნეიმარი უკვე ნამდვილად იქცა ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავად. ჩემპიონთა ლიგაში გატანილი 10 გოლის გარდა, ბრაზილიელმა ესპანეთის პირველობაზე მეტოქეთა კარი 22-ჯერ აიღო (პლუს 7 საგოლე გადაცემა). გავრცელებული ინფორმაციით, "იუნატედი" მზად იყო ნეიმარის სანაცვლოდ "ბარსელონასთვის" 270 მილიონი ევროც გადაეხადა, თუმცა კატალონიელებმა ყველა შეთავაზებაზე მტკიცე უარი განაცხადეს.

    გარეთ ბეილი - "რეალი"
    გადახდილი თანხა: 80 მილიონი ევრო.
    გამოსასყიდი თანხა: მილიარდი ევრო
    "მან.იუნატედში" გადასვლის შანსი: 5%


    უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ვან გაალი დიდი ხანია ბეილით აღფრთოვანებულია, თუმცა "იუნაიტედის" ყველა შეთავაზება ფლორენტინო პერესმა დაბლოკა (60, 80, 100 მილიონი) და აცხადებდა, რომ უელსელს მხოლოდ ასტრონომიული თანხის სანაცვლოდ დათმობდა (სავარაუდოდ მილიარდი ევრო). ერთ-ერთ ინტერვიუში ამის შესახებ მან საჯაროდაც განაცხადა: "ბეილს მარტივად არ დავთმობთ, ის ჩვენ გვჭირდება. თუ გსურთ მისი შეძენა, გაამზადეთ მილიარდი ევრო".
  • ავტორი: messi        31-08-2015, 02:35
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ