image

"ლივერპული" იარმოლენკოს შეძენით ინტერესდება

"ლივერპული" დორტმუნდის "ბორუსიასა" და "ბარსელონასთან" ერთად კიევის "დინამოს" უკრაინელი ნახევარმცველის, ანდრეი იარმოლენკოს შეძენის ბრძოლაში ჩაერთო.

TMW-ს ცნობით, მერისაიდული კლუბი 25 წლის ფეხბურთელში მზად არის 20 მლნ. ევრო გადაიხადოს.

მოგეხსენებათ, კიეველებმა "ბორუსიას" მიერ შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი განაცხადეს და იარმოლენკო გერმანიაში არ გაუშვეს.

25 წლის უკრაინელი "დინამოს" აღზრდილია და პირველ გუნდში 2008/09 წლების სეზონიდან ასპარეზობს. ამ წლებიდან მოყოლებული კი მან უკრაინის პრემიერ ლიგაში 177 მატჩი ჩაატარა და 70 გოლის გატანა და 39 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

ანდრეი საკმაოდ პროდუქტიული ფეხბურთელია ამ სეზონში კი მისის მონაგარი 6 ჩატარებულ მატჩში 3 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.
  • ავტორი: გიორგი გოგია        31-08-2015, 10:16

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ