image

ფელიპე მელო "ინტერის" ფეხბურთელია

"გალათასარაის" ნახევარმცველი, ფელიპე მელო კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

"ნერაძურიმ" რამდენიმე საათის წინ, 32 წლის ბრაზილიელ ვეტერანთან ხელშეკრულების შეთანხმების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. მილანურ კლუბს მელოს ტრანსფერი ბონუსებისა და სხვა გადასახადების ჩათვლით 9,5 მლნ. ფუნტი დაუჯდა.

მელო "გალათასარაის" 2010 წელს ტურინის "იუვენტუსიდან" შეუერთდა და მას შემდეგ თურქეთის უმაღლეს ლიგაში 113 მატჩი ჩაატარა და 15 გოლისა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
  • ავტორი: გიორგი გოგია        1-09-2015, 12:12

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ