რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    "ბორჯღალოსნების" 31 კაციანი სატურნირო რაზმი დასახელდა

    2015 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე სულ რაღაც 17 დღე რჩება. 18 სექტემბერს მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმი ინგლისისა და ფიჯის მატჩით გაიხსნება, რომელიც ინგლისური რაგბის სახლად წოდებულ "თქვიქენჰემზე" გაიმართება.

    საქართველო მსოფლიო სარაგბო ხორუმში 19 სექტემბერს, ტონგასთან ძალზე პრინციპული და მნიშვნელოვანი მატჩით ჩაებმება. ჩვენი გუნდი C ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ტონგას გარდა არგენტინას, მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიას და ნამიბიას ეთამაშება.

    მზადების საწყისი ორი ფაზა

    2015 წლის მსოფლიო თასისთვის მზადება ნაკრებმა წელიწად ნახევრის წინ დაიწყო, ხოლო უშუალოდ სატურნირო შეკრებებს ივნისის ბოლოს, წლევანდელი თბილისის თასის დასრულების შემდეგ შეუდგა.

    ამ პერიოდის განმავლობაში ბორჯღალოსნებმა მზადების ორი ფაზა გაიარეს. პირველი ეტაპი სამ კვირიან ფიზ-მომზადებაზე ორიენტირებულ შეკრებას მოიცავდა, რომელიც შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიმართა. ბიჭებს ყოველდღიურად არაერთი დამღლელი ვარჯიშის შესრულება უწევდათ, ხოლო ამ პროცესს ინგლისის ნაკრების ყოფილი ფიზ-მომზადების მწვრთნელი ქელვინ მორისი, ბორჯღალოსნების სხვა ფიტნეს მწვრთნელებთან ერთად ხელმძღვანელობდა.

    ფაზის დასრულების შემდეგ ნაკრებმა ერთი კვირა დაისვენა და მეორე ეტაპისთვის ჯერ შევარდენს დაუბრუნდა, ხოლო მოგვიანებით გუნდი პოლონეთში, "ცეტნიევოს ოლიმპიურ ბაზაზე" გაემგზავრა. აქ უკვე წრთობის კურსი კრიოთერაპიის თანხლებით მიმდინარეობდა - ბორჯღალოსნებს ყოველი ვარჯიშის შემდეგ 2–3 წუთიანი პროცედურა სპეციალურ კრიო–კამერებში უტარდებოდათ, სადაც ტემპერატურა მინუს 120 გრადუსია, და ამით ძალთა აღდგენა ჩქარდებოდა.

    მესამე, დამაგვირგვინებელი ფაზა

    24 აგვისტოს ბორჯღალოსნები ინგლისში გაემგზავრნენ, სადაც გუნდი მზადების მესამე ფაზას ‘სარის სპორტულ ცენტრში’ შეუდგა. ეს ეტაპი მთლიანად სარაგბო კომპონენტებს, ტექნიკას და ტაქტიკას დაეთმობა. ინგლისში სამწვრთნელო შტაბს სამი საკონტროლო (მსოფლიომდე გასახურებელი) მატჩი ჰქონდა დაგეგმილი. პირველი შეხვედრა 28 აგვისტოს, ინგლისის ‘ავივა პრემიერშიპის’ ‘ნიუქასლ ფალკონზსთან’ შედგა, რომელშიც მასპინძლებმა 27:7 გაიმარჯვეს.

    მეორე საკონტროლო მატჩი ხვალ, 2 სექტემბერს ეშერში კანადის წინააღმდეგ გაიმართება (დას.22:45 სთ), ხოლო მესამე რკენაში ბორჯღალოსნები იაპონიას 5 სექტემბერს, გლოსთერში ‘ქინგსჰოლ სთედიუმზე’ შეხვდებიან (დას.19:45 სთ).

    კონკურენტუნარიანი გუნდის მშენებლობა

    წინ 2015 წლის მსოფლიო თასია - ტურნირი, რომელსაც 4 წლის განმავლობაში ველოდით. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მიზანს ჯგუფში ორი მატჩის მოგება წარმოადგენს, რომლის შემთხვევაშიც ავტომატურად მივიღებთ 2019 წლის მსოფლიოს საგზურს.

    ამ მიზნის მისაღწევად ბორჯღალოსნებმა, სამწვრთნელო შტაბმა, სტაფმა და მენეჯმენტმა მზადების გრძელი, ხანგძლივი და დამღლელი გზა გავლეს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ამ პერიოდის განმავლობაში მწვრთნელები არც ექსპერიმენტებს შეუშინდნენ და ბევრი ახალბედა მორაგბეც გამოსცადეს. საბოლოოდ კი ჩამოაყალიბეს ის 31 კაციანი რაზმი, რომელიც მსოფლიო თასზე იასპარეზებს. აქვე გაცნობებთ, რომ ბორჯღალოსნებს მამუკა გორგოძე (ტულონი, ტოპ 14, საფ) უკაპიტნებს, ხოლო ვიცე-კაპიტანი ლაშა ხმალაძე (ლელო სარასენს, დიდი 10, საქ.) იქნება.

    მილთონ ჰეიგი: "მსოფლიოზე გავალთ კონკურენტუნარიანი გუნდით, რომლის მშენებლობაც 2012 წელს დავიწყეთ. გუნდის სასელექციო პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ იმ 31 მოთამაშეზე ჩამოვყალიბდით, რომლებიც ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას".

    "მოლოდინისამებრ, გუნდი გამოცდილ და ახალგაზრდა მოთამაშეთა ნაზავს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მერაბ კვირიკაშვილისთვის და გიორგი ჩხაიძისთვის ეს ზედიზედ მე-4 მსოფლიო თასი იქნება".

    "რაზმის სელექციისას ძალიან დიდხანს და ინტენსიურად ვბჭობდით. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, თითოეულ პოზიციაზე კონკურენცია და შეცვლების დიდი სიღრმეები გვაქვს, გუნდში ზოგიერთი ძალიან კარგი მორაგბე ვერ მოხვდა. თუმცა, ისევე, როგორც ყველა დანარჩენმა მწვრთნელმა რაზმის დასახელებისას განაცხადა - მოთამაშეები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ჩვენთვის ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ და ტრავმის შემთხვევაში შესაძლოა ძალიან დიდი როლის შესრულება მოუწიოთ".

    "როგორც ადრე არაერთხელ განვაცხადეთ, დიდხნიანი, დამღლელი მზადებისა და სელექციის მიზანს წარმოადგენდა ‘მსოფლიოზე ყველაზე კარგად მომზადებული საქართველოს ნაკრებით წარდგენა და ვფიქრობ, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ".


    აღსანიშნავია, რომ სატურნირო შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ბურჯი ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე, ტოპ 14, საფ.) და შუამარბი გიორგი ტალახაძე (ლელო სარასენს, დიდი 10, საქ.), მაგრამ ნიუქსლთან საკონტროლო შეხვედრაში ჟვანიამ იდაყვის, ხოლო ტალახაძემ საზარდულის ტრავმები მიიღეს. თავიდან სამედიცინო შტაბი ოპტიმისტურად იყო განწყობილი, მაგრამ მატჩიდან მესამე დღეს მიღებული საბოლოო დასკვნით დადგინდა, რომ ისინი გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებდნენ. მათ ნაცვლად სამწვრთნელო შტაბმა შერკინების კვაჭ, სიმონ მაისურაძეს (ვალანსი, ფედერალ 1, საფ.) და გარემარბ მურაზ გიორგაძეს (არმაზი, დიდი 10, საქ.) უხმო.

    31 კაციანი სატურნირო რაზმი

    "ბორჯღალოსნების" 31 კაციანი სატურნირო რაზმი დასახელდა

    "ბორჯღალოსნების" 31 კაციანი სატურნირო რაზმი დასახელდა

    "ბორჯღალოსნების" 31 კაციანი სატურნირო რაზმი დასახელდა

    საქართველოს რაგბის კავშირი
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        1-09-2015, 18:21
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ