image

"ბარსელონას" იანვარში იარმოლენკო შეუერთდება

კატალონიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიევის "დინამოს" ნახევარმცველი, ანდრეი იარმოლენკო იანვრიდან კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს. გასულ ზაფხულში ფეხბურთელის მიმართ ინტერესი "ბორუსიამ", "ლივერპულმა", "არსენალმა" და ევროპის სხვა წამყვანმა გუნდებმა გამოთქვეს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპელი მთლიანად "ბარსელონაზეა" კონცენტრირებული.

"დინამოს" პრეზიდენტმა იგორ სურკისმა უკვე უარყო დორტმუნდის "ბორუსიას" 20 მილიონიანი შეთევაზება იარმოლენკოს სანაცვლოდ და ესპანეთიდან გაცილებით სარფიან წინადადებას ელოდება. როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" სწორედ იანვრიდან ეხსნება აკრძალვა ტრანსფერების შესრულებასა და ახლი ფეხბურთელების დარეგისტრირებაზე, ასე რომ, ზამთარში " ბლაუგრანასგან" განსაკუთრებულ გააქტიურებას უნდა ველოდეთ.
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        2-09-2015, 12:48

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ