რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ზაფხულის 10 არშემდგარი ტრანსფერი

    Websport.ge-გთავაზობთ 2015 წლის ზაფხულის დიდ ჩაშლილ ტრანსფერთა სიას.

    10.ჯონ სტოუნსი
    საიდან: "ევერტონი"
    სად: "ჩელსი"
    სატრანსფერო ღირებულება(Transfermarkt): 13 მლნ. ევრო

    ზაფხულის 10 არშემდგარი ტრანსფერი


    ჯონ სტოუნსის მიმართ პირველი ინტერესი "ჩელსიმ" ივლისის შუა რიცხვებში გამოიჩინა. ლონდონელებმა მერსისაიდელებს თავდაპირველად 27 მლნ. ევროთი მიმართეს, ხოლო შემდეგ წინადადება გააუმჯობესეს და 40 მილიონამდე გაზარდეს. მოურინიოს ზუსტი ციფრი არ დაუსახელებია, თუმცა ახალგაზრდა მცველის მიმართ ინტერესი დაადასტურა. უკვე მაშინ მან იცოდა, რომ ვეტერანი ჯონ ტერი მთელი სეზონის ჩატარებას ვერ შეძლებდა. "ევერტონი" ლონდონელთა წინადადებას თამამად იგერიებდა, რის შემდეგაც რომან აბრამოვიჩის კლუბი 50 მილიონზე დაფიქრდა. თავად ფეხბურთელი აცხადდებდა, რომ ლივერპულში ყველა ბედნიერი იყო და ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა. ცნობილი არ არის, თუ რამდენი შესთავაზეს "კანფეტებს", თუმცა მარტინესმა ეს წინადადებას მოიგერია და სტოუნსი "გუდისონ პარკზე" მინიმუმ იანვრამდე დარჩება. ჯონ ტერის კი შანსი აქვს "ჩელსი" ლურჯი მაისურით 500-ე შეხვედრის ჩატარების შემდეგ დატოვოს (ახლა მას 462-ში მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული).

    9. აქსელ ვიტსელი
    საიდან: "ზენიტი"
    სად: "მილანი"
    სატრანსფერო ღირებულება: 28 მლნ. ევრო

    ზაფხულის 10 არშემდგარი ტრანსფერი


    ბელგიელი ნახევარმცველის გარშემო "ჩელსი" და "იუვენტუსი" ტრიალებდნენ, თუმცა პრესამ უფრო ხშირად აქსელი "მილანში" გაგზავნა. პირველი ჭორები ივნისის დასაწყისში-ორი თვის წინ გაჩნდა. აქსელმა არ იცოდა, თუ სად გაატარებდა შემოდგომას, "მილანმა" კი- როგორი იქნებოდა ნახევარდაცვის ცენტრი. პეტერბურგში ამტკიცებდნენ, რომ შემოთავაზება არ მიუღიათ და ვიტსელის ტრანსფერის თაობაზე არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებდნენ, თუმცა აქსელის სახელთან 25 მლნ. მუდამ დაკავშირებული იყო. სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, ადრიანო გალიანიმ აღიარა, რომ მათ კლუბში ფეხბურთელის ხილვა ძალიან სურდათ, მაგრამ ვიტსელში 25 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებდნენ. იტალიელმა ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ "ზენიტი" ბელგიელს 60 მილიონად ვერ გაყიდის, რადგან ის გუდნს ძალიან სჭირდება.

    8. ჩარლი ოსტინი
    საიდან: "ქპრ"
    სად: "ნიუკასლი"
    სატრანსფერო ღირებულება: 9 მლნ. ევრო

    ზაფხულის 10 არშემდგარი ტრანსფერი


    მარტივია იმ კლუბების სახელების ჩამოთვლა, რომლებიც ამ ზაფხულს ჩარლი ოსტინის შეძენით არ იყვნენ დაინტერესებულები. გასულ სეზონში ლონდონური კლუბის მაისურით 18-მა გატანილმა გოლმა და ხუთმა საგოლე გადაცემამ ინგლისელს მოსვენების საშუალება არ მისცა. ლონდონურმა კლუბმა უარით რიგ-რიგობით: "ვესტ ჰემი", "ლესტერი", კრისტალ პელასი" და "ჩელსიც" კი გაისტუმრა. ივლისის თვის ყოველდღიური ამბებით, რომელსაც სათაურად მუდამ "ჩარლი "ქპრ"-ში რჩება", იგი მუდმივად დაღლილი იყო. Transfermarkt-ის ინფორმაციით, "ნიუკასლი" ფეხბურთელის სანაცვლოდ 34, შემდეგ კი 40 მლნ. ევრო შესთავაზა. ინგლისელი ჩემპიონშიპში დარჩა და გოლების გატანას კვლავ გააგრძელებს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა რომ იგი სეზონის ბოლომდე "ქუინს პარკ რეინჯერსში" დარჩეს.

    7. ერიკ ლამელა
    საიდან: "ტოტენჰემი"
    სად: "ინტერი", "მარსელი"
    სატრანსფერო ღირებულება: 22 მლნ. ევრო

    ზაფხულის 10 არშემდგარი ტრანსფერი


    ევროპა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი. თავდაპირველად მან მილანში გზამკვლელი დაიქირავა, შემდეგ მარსელში სახლის შეძენაზე ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ ლონდონში დარჩა. აგვისტოს ბოლოს ლამელას აგენტმა და მამამ, ხოსე ლამელამ დაადასტურა, რომ "ნერაძურისთან" მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობდა. bEIN Sport-ის ჟურნალისტის, ტანკრედი პალმერის ცნობით კი, ორივე მხარე ხელშეკრულების პირობებზე უკვე შეთანხმდნენ. ბოლო მომენტში არგენტინელი "მარსელში" იჯარის წესით გადადიოდა, თუმცა მარცხი განიცადა. მაურისიო პოჩეტინომ ტრანსფერი პირადად დაბლოკა. პრემიერ ლიგა, ევროპა ლიგა და ერიკის მოსაწყენი რაბონა გოლი- არგენტინელის მიზნები არ იცვლება.

    6. ზლატან იბრაჰიმოვიჩი
    საიდან: "პსჟ"
    სად: "მილანი"
    სატრანსფერო ღირებულება: 15 მლნ. ევრო

    ზაფხულის 10 არშემდგარი ტრანსფერი


    თუ დიდ ზლატანს ნამდვილად სურდა სხვა კლუბში გადასვლა, ხმაური არ იქნებოდა- საუბარია იბრაჰიმოვიჩზე, არა ჩვეულებრივ კაცზე. მან ყველა დაძაბულობა ჩაახშო. მისი მომავალი კლუბი-ეს სიურპრიზია, ამაზე პასუხისმგებელი კი მისი აგენტი, მინო რაიოლაა. შვედის შეძენის მთავარ პრეტენდენტად "მილანი" ითვლებოდა. Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნასერ ელ-ჰელაიფის გუნდი შვედ ფორვარდს "ფასდაკლებით" გაყიდდა, თუმცა ყველაფერს წერტილი ადრიანო გალიანიმ დაუსვა და განაცხადა, რომ იბრა პარიზში რჩებოდა. ეს ნაწილი დახურულია. დახურულია იანვრამდე-ზლატანი სიურპრიზს ამზადებს.

    5. დავიდ დე ხეა და კეილორ ნავასი
    საიდან: "იუნაიტედი"-"რეალი" (გაცვლა)
    სატრანსფერო ღირებულება: 30 და 8 მლნ. ევრო

    ზაფხულის 10 არშემდგარი ტრანსფერი


    დე ხეას არშემდგარი ტრანსფერი- ზაფხულის ბოლო დღეების ნამდვილი დეტექტიური ისტორიაა. "რეალში" ამტკიცებენ, რომ მანჩესტერიდან კონტაქტზე გვიან შემოვიდნენ, 8:00 სთ-ზე შეგროვდა მონაცემები, საბოლოო დოკუმენტები კი მადრიდში კი შუაღამით გაიგზავნა, მადრიდელებს კი ტრანსფერის დასარეგისტრირებლად დრო არ ჰქონდათ. ბრიტანელები კი პირიქით აცხადებენ: "ბლანკოსი" კონტაქტზე მათთან 31 აგვისტომდე არ გამოსულა, კლუბის იურისტებმა კი 20 წუთით ადრე არასაჭირო დოკუმენტებზე ხელმოწერები ნახეს, მაგრამ მათ საქმის მოსაგვარებლად დრო ჰქონდათ და ინგლისიდან დოკუმენტების შესაძენად დამატებით 11 წუთით ჰქონდათ. ვინ არის ტრანსფერში დამნაშავე უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ზაფხულის ყველაზე განხილვადი ტრანსფერი ჩაიშალა.


    4. ანდრე იარმოლენკო
    საიდან: "დინამო"
    სად: "ლივერპული", "ბორუსია"
    სატრანსფერო ღირებულება: 24 მლნ. ევრო

    ზაფხულის 10 არშემდგარი ტრანსფერი


    "თუ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან ზამთარამდე არ მოვხვდებით , მე იარმოლენკოს წასვლის ნებას მივცემ,"-განაცხადა "დინამოს" პრეზიდენტმა, იგორ სურკისმა. ანდრეი შესაძენად "ლივერპული"(20 მლნ.), დორტმუნდის "ბორუსია"(20მლნ.), "არსენალი" (თანხა არ სახელდება), "ევერტონი"(20 მლნ.), "ტოტენჰემი"(15მლნ.), და 20 მილიონით "ბარსელონა" ნადირობდნენ. ფეხბურთელმა აღიარა, რომ ამ სიახლეების შესახებ ინტერნეტიდან გაიგო, ყველა ჭორს სისულელე უწოდა და დასძინა, რომ იანვრამდე კლუბს არ დატოვებდა. თუმცა ანდრეიმ დიდი კლუბების გზა კარგად იცის- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრა მარტივი არ არის.

    3. ტომაშ მიულერი
    საიდან: "ბაიერნი"
    სად: "მან.იუნაიტედი"
    სატრანსფერო ღირებულება: 55მლნ. ევრო

    ზაფხულის 10 არშემდგარი ტრანსფერი


    ყველაზე გიჟური ინფორმაცია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მანძილზე Globo Esporte-მ გაავრცელა, რომელმაც ნეიმარი 190 მილიონად "იუნაიტედს" დაუკავშირა. მეორე ჭორი 160 მლნ. ევროდ მიულერის ტრანსფერზე გავრცელდა, ესეც "მანჩესტერ იუნაიტედში". The Guardian-ის ინფორმაციით, მანიკუნიანელები გამორმაგებული ხელფასის (კვირაში 265 ათას ფუნტზე) გადახდაზე მზად იყვნენ, სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს კი ეს ციფრი უფრო რეალური გახდა (Bild-ს ვერსიით 87 ათასი ფუნტი), თუმცა საბოლოოდ "წითელმა ეშმაკებმა" მარტიალი გაიფორმეს. თავად მიულერმა განაცხადა, რომ ვან გაალს მისთვის არ დაურეკავს, "ბაიერნში" ის ბედნიერია და "იუნაიტედისგან" არაფერი გაუგია.

    2. ქარიმ ბენზემა
    საიდან: "რეალი"
    სად: "არსენალი"
    სატრანსფერო ღირებულება: 50 მლნ. ევრო

    ზაფხულის 10 არშემდგარი ტრანსფერი



    "არსენალი" მზად იყო "რეალის" ფრანგ ფორვარდში 45 მლნ. ევრო გადაეხადა და კლუბში ყველაზე დიდი ხელფასი დაენიშნა(ამჟამად "არსენალში" ყველაზე დიდი ანაზღაურება მესუტ იოზილს აქვს. გერმანელი კვირაში 150 ათასი ფუნტ გამოიმუშავებს), თუმცა რაფა ბენიტესმა ტრანსფერის განხორციელებაზე უარი განაცხადა. El Confidencial-ის თქმით, ვენგერმა ბენზემასთან სპეციალური შეხვედრა გამართა, ტიერი ანრი კი ირწმუნებოდა, რომ ბენზემას შეძენით "მეთოფეები" ტიტულის რეალური პრეტენდენტები იქნებოდნენ, თუმცა ბოლო დღეებმა გვაჩვენა, რომ ქარიმი არსად წასვლას არ აპირებს. "რეალი" დე ხეას ტრანსფერით იყო დაკავებული, ბენზემამ 72 ათასი ბრილიანტით გაფორმებული ბურთი 250 ათასად შეიძინა. ეს საკითხი მხოლოდ არსენ ვენგერმა გაიხსენა და არნიშნა, რომ ამ თემას აღარ შეეხება.

    1. პოლ პოგბა
    საიდან: "იუვენტუსი"
    სად: "ჩელსი", "ბარსელონა"
    სატრანსფერო ღირებულება: 55 მლნ. ევრო

    ზაფხულის 10 არშემდგარი ტრანსფერი


    2014/15 წლების სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშე "იუვენტუსში" რჩება. "ბარსაში" და "ჩელსიში" გადასვლასთან დაკავშირებით ძირითადი ჭორები შუა ზაფხულში გავრცელდა. აგვისტოს ბოლოს კი ნათელი გახდა, რომ ფრანგი ვუნდერკინდი ტურინიდან არ წავიდოდა. ტანკრედი პალმერიმ განაცხადა, რომ "ჩელსი" მისი შეძენის მთავარი პრეტენდენტი იყო და ლონდონელები პოლის გაფორმებას ბოლო წუთამდე ცდილობდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ "ბებერმა ქალბატონებმა" პოგბა არარეალურ თანხად- 120 მლნ. ევროდ შეაფასეს. აბრამოვიჩმა რა თქმა უნდა ამაზე უარი განაცხადა, "იუვენტუსმა" კი ფეხბურთელი ნებისმიერ შემთხვევაში არ გაყიდა. ტრანსფერის შესახებ საუკეთესო ჟოზე მოურინიოსკენ მიმართული პოლ პოგბას განცხადება იყო: "არსებობს ბევრი რაღაც რისი გაკეთებას შეგიძლია და ბევრი რამ რასაც ვერ შეძლებ, მაგალითად მე მომწონს ეიფელის კოშკი, თუმცა მისი ჩემს ბაღში დადგმა არ შემიძლია."
  • ავტორი: გიორგი გოგია        2-09-2015, 22:29
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ