რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ზაზა ფაჩულია: "ნაკრები ასეთ კარგ ფორმაში კარგა ხანია არ ყოფილა"

    საქართველოს ნაკრები ხვალ ზაგრებში მიემგზავრება, სადაც 5 სექტემბრიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის C ჯგუფის თამაშები დაიწყება. ქართველების პირველი მეტოქე ჰოლანდია იქნება, გუნდი, რომელიც უთუოდ უნდა დავამარცხოთ, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გზა რომ გაგვეხსნას. ქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელ ციკლში 10 მატჩიდან 5 მოიგო თუმცა საუკეთესო შეხვედრა 28 აგვისტოს, იტლიასთან ჩაატარა, რომელშიც 90:91 დამარცხდა. ბოლო წამებზე ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ჯეიკობ პულენის აცილებულ სამქულიანს სამწამიანიდან ორჯერ დაამატა, მაგრამ ბურთი კალათში არ ჩაეშვა. მისი მესამე მცდელობა შედეგიანი იყო, თუმცა კაპიტანს საფინალო სირენამ მოუსწრო. ფაჩულიასთან საუბარი სწორედ ამ მომენტით დავიწყეთ, რადგან გაგვეფანტა იმ ქომაგების ეჭვი, რომლებმაც შეხვედრას ტელევიზიით უყურეს და თვლიდნენ, რომ ზაზამ იმ ბურთის ფარისკენ გაშვება, რომელიც საბოლოოდ კალათში ჩაეშვა, სირენამდე მოასწრო..

    - ჩვეულებრივი ეპიზოდი იყო, თანაგუნდელის აცილებულს დავამატე, ბურთი არ ჩაეშვა, მეორედაც დავამატე და სამწუხაროდ ისევ არ ჩაეშვა... მესამე სროლა მსაჯმა არ ჩათვალა.

    - ტელემაყურებელთა უმეტესობა იმას ამტკიცებს, რომ დროში ჩაეტიე...

    - სიმართლე გითხრათ, არ მინახია, ვინ რას წერს, მსაჯმა ბურთი არ ჩათალა, ესე იგი, არ ითვლებოდა.

    - ბურთი რომ ჩათვლილიყო, იტალიას ვუგებდით. მიუხედავად მარცხისა, ალბათ დამეთანხმები, რომ ეს იყო ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი. მით უფრო, თუ გავიხსენებთ 16 აგვისტოს იტალიელებთან თბილისში 20 ქულით წაგებულ შეხვედრას...

    - ტრიესტის ტურნირი საქართველოს ნაკრებისთვის კარგი იყო. გუნდი არის უკეთეს ფორმაში, ვიდრე თბილისში ჩატარებული ტურნირისას. ეს ძალიან ბუნებრივია, რადგან რაც დრო გადის და ვვარჯიშობთ, უკეთეს ფორმაში შევდივართ როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. არის შეცდომები, რასაც ვუშვებდით და რასაც ვასწორებთ. ეს პროგრესი გრძელდება, ხარისხიც იმატებს დაცვაშიც და თავდასხმაშიც. ამიტომაც ბუნებრივია ის ფაქტი, რომ ტრიესტში უფრო უკეთესად ვითამაშეთ იტალიასთან, ვიდე თბილისში. 5 სექტემბრამდე არის რამდენიმე დღე დარჩენილი და იქნება პატარა შესწორებები. გუშინ ნაკრების მოთამაშეები შევიკრიბეთ, დავილაპარაკეთ, გავაანალიზეთ ყველაფერი. მართალია, ბირთვი ერთად მოვდივართ ბავშვობიდან, მაგრამ სეზონის უმეტესი დროის ცალკე გატარება გვიწევს და ყველას სხვადასხვა მწვრთნელები ჰყავს კლუბებში. ამიტომაც, ძალიან სასარგებლო იყო ეს შეკრება მოედანს გარეთ, საუბარი, გახსენება იმისა, რაც მოედანზე გვაკავშირებს და გვაერთიანებს. ყველანი ერთ ნოტაზე უნდა ვიყოთ აწყობილები, მოედანზე ერთმანეთს თვალდახუჭული უნდა ვუგებდეთ. ამისთვის სწორი კომუნიკაციაა საჭირო და ამ მხრივ ეს შეხვედრა ძალიან კარგი იყო.

    - შენი აზრით, გუნდი ოპტიმალურ ფორმაშია?

    - პირადად მე ვფიქრობ, რომ ასეთ ფორმაში გუნდი კარგი ხანია არ ყოფილა. შედეგები გვერდზე გადავდოთ, ეს ამხანაგური შეხვედრები იყო. 5 თამაში მოვიგეთ, 5 წავაგეთ, მაგრამ ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ გუნდში სერიოზული ტრავმა არაა. ერთი თორნიკე შენგელია იყო, რომელსაც ტრავმა აწუხებდა და ისიც შემოგვიერთდა. უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი და ზედიზედ მესამე ევროპის ჩემპიონატზე დროა, ვაჩვენოთ კარგი შედეგი.

    - ბოლო წლებში პირველადაა, როცა ნაკრების ყველა მოთამაშე მწყობრშია. ხან შენ, ხან მარკოიშვილი, შენგელია, შერმადინი აკლდა გუნდს. ამის გამო მწვრთნელს სათამაშო სტილის შეცვლა, ტატიკის გადაწყობა უწევდა - ხან სწრაფ, კონტრშეტევებზე აწყობილ კალათბურთს თამაშობდით, ხანაც შედარებით ნელს, ფარქვეშიდან პოზიციურად უტევდით. ახლა როგორი ფორმაციის თამაში იქნება საქართველოს ნაკრებისთვის მისაღები და სასარგებლო?

    - ჩვენ არ ვართ ისეთი ახაგაზრდები, რომ კალათბურთი არ გვესმოდეს. ყველას ჩვენებური გამოცდილება გვაქვს, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. გააჩნია, მოწინააღმდეგეს, გასათვალისწინებელია თამაშების გრაფიკიც. ჩვენ გუნდში გვყავს 12 მოთამაშე და დარწმუნებული ვარ, ყველას მიეცემა შანსი. ჩემი აზრით, სწორედ ის მოგვაგებინეს არაერთ მატჩს, რომ არავინ ელოდება, ისეთი მოთამაშე შემოვა და გააკეთებს თავის საქმეს. რაც შეეხება ტაქტიკას, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. 5 მეტოქე გვყავს, 5 განსხვავებული გუნდი. თავად თამაში გვიჩვენებს, რა იქნება საუკეთესო ტაქტიკური იარაღი მეტოქის დასამარცხებლად. თამაშის დროსაც იცვლება ხუთეულები. ხან თოკოა 4 ნომერზე, ხან ბურჯანაზე, ხან სანიკიძე და უფრო სწრაფ კალათბურთს ვთამაშობთ. ყველა ამ ვარიანტს აქვს თავისი დადებითი მხარეები, რაც კარგად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ გვყავს როგორც პერიმეტრის, სწრაფი მოთამაშეები, ისე მსროლელები, ფიზიკურად მლავრი კალათბურთელები. საბოლოო ჯამში საქართველო იგებს და ვინ როგორ შეიტანს გამარჯვებაში წვლილს, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ეს არავის ნაკრები არაა, ესაა ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ეროვნული გუნდი და ჩვენ, თითოეულმა მოთამაშემ შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა გააკეთოს.

    - იტალიასთან მატჩში და ზოგადად ბოლო თამაშებში ჩანს, რომ ნაკრები განსხვავებულ და შედეგიან დაცვას თამაშობს...


    - როცა 91 და 81 ქულას მიიღებ, არ შეილება დაცვის წარმატებაზე საუბარი. თუ გინდა შედეგს მიაღწიო, თამაშები მოიგო, დაცვა უნდა გყავდეს საიმედო. რომ ვლაპარაკობთ შედეგზე, ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში გასვლაზე, იქ შეტევით ვერ მოვდები, დაცვა თუ არ გყავდა სათანადო დონეზე. ყველამ კარგად იცის, რომ შეტევაში სულ არ წაგივა თამაში, კალათბურთელები ვართ და არ არსებობს, რომ მიზანი არ აგიცდეს, ან რამე წინაღობას არ წააწყდე. შეტევას ვერ აკონტროლებ, ხოლო დაცვა შენს ხელშია. თუ იცი გუნდურად და კარგად დაიცვა თავი, თამაშების მოგება გაცილებით იოლი იქნება. ამ დღეებში უფრო მეტი მუშაობა გვმართებს დაცვაზე, რათა კიდევ უფრო დავხვეწოთ და მეტოქეებთან მოგების შანსები გაგვეზარდოს.

    - ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მეტოქე ჰოლანდიაა, რომელიც ტურნირის ფავორიტებს არ განეკუთვნება...


    - მწარედ მახსოვს ჰოლანდიასთან 3 წლის წინ ჩატარებული მატჩი, რომელიც ჩვენი მოსაგები იყო და ამას მასპინძლებიც აღიარებდნენ. მახსოვს, ჰოლანდიელებს არ სურდათ ამ მატჩის ტელევიზიით ჩვენება, რადგან თვლიდნენ, რომ იოლად მოვუგებდით. სწორედ ამ დროს მოგვივიდა შეცდომა, იმ განწყობით შევხვდით მეტოქეს, რომ მაინც მოვუგებდით და ამან წაგვაგებინა. ყოველ მეტოქეს ისე უნდა შეხვდე, თითქოს გრანდს ეთამაშები. არ შეილება მოდუნებული შეხვდე თუნდაც აღიარებულ აუტსაიდერს. არც ერთი პოზიცია არ უნდა დათმო, არც ერთი ბურთი არ უნდა დაუთმო იმის გამო, რომ ჰოლანდიაა, მით უმეტეს, რომ მეორე დღეს კიდევ გაქვს თამაში, რომელშიც უფრო ძლიერი მეტოქე გელის. ვუყურეთ ვიდეოებს, ჰოლანდიელებს ჰყავთ როგორც ტანმაღალი, 4-5 ნომრები, ისე პერიმეტრის სწრაფი მოთამაშეები და მსროლელები. საკმაოდ დაბალანსებული გუნდია. შეიძლება არ განეკუთვნება ელიტარული გუნდების კატეგორიას, მაგრამ საკმაოდ მებრძოლი და სწრაფი ნაკრებია. ბრძოლა გვმართებს, რომ მოვუგოთ. იმედი მაქვს, ტრადიციას არ დავარღვევთ და ზედიზედ მესამე ევროპის ჩემპიონატსაც გამარჯვებთ დავიწყებთ.

    - ჩვენს კიდევ ერთ მეტოქე სლოვენიას რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლია, თუმცა ამხანაგურ მატჩებში საკმაოდ შედეგიანად ასპარეზობს...

    - როგორც სლოვენიის, ისე დანარჩენ სხვა მეტოქეების თამაშს ვადევნებთ თვალ-ყურს. ვეცნობით სტატისტიკასაც, მაგრამ ეს არაა ოფიციალური მატჩები. როგორც ჩვენ, ისე ისინიც ემზადებიან, მწვრთნელები თავის საქმეს აკეთებენ. სლოვენია ძლიერი ნაკრებია, დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს. გასულ სეზონში მილუოკიში ისე იყო ჩვენი გუნდი დაბალანსებული, ვინც არ უნდა ამოვარდნილიყო შემადგენლობიდან, გუნდი იგივე წარმატებით აგრძელებდა თამაშს. ჩემი აზრით ასეთი გუნდია სლოვენიაც. ამ ქვეყანას აქვს იმის ფუფუნება, რომ ჰყავდეს ბევრი კარგად გაწვრთნილი, უნივერსალური მოთამაშეები, რომლებიც მზად არიან, ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შანსი გამოიყენონ.

    - მილუოკიში შენი თანაგუნდელი იანის ადეტოკუმბო საბერძნეთის ნაკრებში ჩვენი მეტოქე იქნება...

    - ადეტოკუმბოსთან კავშირი ახლაც მაქვს, ვიცი, რომ საბერძნეთის ნაკრებში ახლა უკეთესად თამაშობს, უფრო მონდომაბულია, უმატებს... შარშანდელთან შედარებით უფრო მეტი სათამაშო დრო აქვს და ჩართულია საქმეში. ახალგაზრდა კალათბურთელია და სწრაფად პროგრესირებს, ბევრი პლუსი აქვს, რომელთა დახვეწაზე კიდევ ბევრს მუშაობს. ძალიან სასიამოვნო იყო მასთან ერთად მოედანზე ყოფნა. იმიტომ, რომ ბევრ ისეთ საქმეს აკეთებდა, რომ მე მიადვილებდა თამაშს. ადეტოკუმბო იმდენად ეფექტურად ამთავრებდა შეტევებს, რომ მისთვის გადაცემული პასებით მეც კარგად გამოვჩნდებოდი ხოლმე. სამწუხაროა, რომ გუნდელები აღარ ვართ, მაგრამ კალათბურთი ბიზნესია, არასდროს იცი, მეორე დღეს სად მოგიწევს წასვლა.

    რაც შეეხება ადეტოკუმბოს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაშს, ჩემი უპირატესობა ის არის, რომ ვიცი როგორ თამაშობს, ერთმანეთის წინააღმდეგ ვარჯიშებზე არაერთხელ გვითამაშია. მასაც ექნება უპირატესობა - მეც კარგად მიცნობს. ერთმანეთის მეურვეობა არ მოგვიწევს, მაგრამ პროფესიონალიზმი ის არის, რომ როცა მოედანზე გადიხარ ყოველგვარი მეგობრობა გვერდზე გადადო... ამ დროს ჩემი მეგობარია მხოლოდ ის, ვისაც გულზე "ჯორჯია" ეწერება.

    - რომელ 3 გუნდს მიიჩნევ ევრობასკეტის ფავორიტად?

    - ევრობასკეტის მოგების მთავარ ფავორიტად ფრანგებს დავასახელებდი. ძლიერი გუნდიც ჰყავთ და აქვთ კიდევ ერთი უპირატესობა - შინ ითამაშებენ. ფრანგებს ჩვენც დავუპირისპირდით და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ძალიან მაღალი დონის კალათბურთელები ჰყავთ. ფავორიტთა შორის მეორე ადგილზე სერბეთის ნაკრებს დავასახელებდი. სამეულში ჩვენი ჯგუფიდან ერთ-ერთს შევიყვანდი - ხორვატიას ან საბერძნეთს. უფრო საბერძნეთს. რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, ამ წელს მას სამ საუკეთესოს შორის არ ჩავსვამდი. წინასწრი ვარაუდები ხშირად როდი მართლდება, შედეგები ბევრ ნიუანსებზე იქნება დამოკიდებული, პლეი ოფში ვინ ვის შეხვდება, ტრავმების ფაქტორიც გასათვალისწინებელია... დღეს ძალიან რთულია გუნდების შანსებზე მსჯელობა. ფურცელზე დაწერილი ყოველგვარ ძალას კარგავს, როცა გუნდები მოედანზე გადიან. ყველაფერი სწორედ თამაშისას წყდება. იქ შეიძლება ფავორიტი სულაც აუტსაიდერად იქცეს და პირიქით.

    - რას ეტყოდი საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს?

    - როგორც ნაკრების კაპიტანს, ქართველი გულშემატკივრის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ხორვატია საქართველოს გვერდით რომ იყოს ყველაფერი იოლი იქნებოდა. სლოვენიელებისთვის ძალიან მარტივია დასხდნენ მანქანებზე, ჩავიდნენ ზაგრებში, დაესწრონ მათი ნაკრების თამაშს და შემდეგ ისევ შინ დაბრუნდნენ. ქართველ ქომაგს კი დიდი ხარჯის გაწევა უწევს ზაგრებში ჩამოსასვლელად და ჩვენს საგულშემატკივროდ. კალათბურთელებზე იძახიან, მამულიშვილები, თავდადებულები არიანო. მინდა იგივე სიტყვები გამოვიყენო ყველა გულშემატკივრის მისამართით, ვინც ხორვატიაში ჩამოვა და ვინც საქართველოდან დაგვიჭერს მხარს. ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. პატარა ქვეყანა გვაქვს და სამწუხაროდ, იმდენი არ ვართ, ვთქვათ, როგორც თურქები, რომ ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი დიასპორა ჩამოვიდეს და დარბაზი ქართული დროშებით გაივსოს. ვიცი, ამერიკიდანაც მოდიან ზაგრებში. ეს ყველაფერი ჩვენთვის დამატებითი სტიმულია, მოტივაციას, ენერგიას გვმატებს, გრძნობ, რომ შუაგულ ევროპაში, ასეთი ბრძოლებისას მარტო არ ხარ.

    ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროპის ჩემპიონატი ყოველდღიური მოვლენა არ არის. არც მასში მონაწილეობის უფლების მოპოვებაა იოლი საქმე. გავიხსენოთ, რამდენი დრო დაგვჭირდა ევრობასკეტზე პირველად გასასვლელად. შემდეგ, რაოდენი სიხარული იყო მეორედ ევროპაზე მოხვედრა. მერე - მესამედ. სამწუხაროდ, ასეთი დონის ტურნირებზე თამაშით სპორტის სხვა სახეობებში ქართველი გულშემატკივარი განებივრებული არ არის. ასე რომ, ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო მორაგბეების მსოფლიოს თასზე თამაში უნიკალური მოვლენაა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს მომავალში ტრადიციად იქცევა. როგორც კალათბურთში, ასევე სხვა სახეობებში. მე, როგორც ქართველი, ისევე მივდივარ სხვა სახეობებზე საგულშემატკივროდ, როგორც ჩვენს საქომაგოდ მოდიან. ჩვენი გულშემატკივრობა მხოლოდ ნაკრების გვერდით დგომა არ არის - საქართველოს გვერდში დგომაა.

    - მომავალ სეზონში დალას მავერიკსში ითამაშებ, სადაც გუნდელად დირკ ნოვიცკი გეყოლება, გუნდს კი გაციებით დიდი ამბიციები ექნება...

    - ბოლო დროს მთლიანად გადმორთული ვარ საქართველოს ნაკრებზე, შესაბამისად, ნოვიცკიზე იმდენად ვერ ვფიქრობ, რამდენადაც ჩემს გუნდელებზე, აქაურ კომბინაციებზე, დაცვაზე, შეტევაზე... საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლამდე მქონდა დრო "დალასზე" მეფიქრა, მესაუბრა, რადგან ბევრი მეკითხებოდა ახალ გუნდზე.

    თავიდან, ჩემი დალასში გადასვლის ამბავი რომ გავიგე, არც მეწყინა და არც გამეხარდა. სადღაც შუალედში ვიყავი, შერეული გრძნობა დამეუფლა. მეწყინა და გამეხარდა კიდეც. მეწყინა ის, რომ მილუოკურ გარემოს უნდა მოვცილებოდი, რომელსაც ბოლო ორ წელიწადში ძალიან შევეჩვიე, იმდენად სასიამოვნო სეზონი გვქონდა, იმდენი რამე ვისწავლე მწვრთნელებისგან, ჯეისონ კიდისგან, იმდენად კარგად ჩავჯექი გუნდის სქემებში, რომ რთული იყო ყოველივე ამასთან განშორება. "მილუოკიში" შესანიშნავი შემადგენლობა იყო შეკრებილი და ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მეგობები გავიჩინე.

    მეორე მხრივ, როცა ვფიქრობ, სად მივდივარ, ვის გვერდში მომიწევს თამაში, სხვა ყველაფერი მავიწყდება. ცხოვრება სიძნელებითაა აღსავსე, ბარიერი ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. უკვე მაქვს საიმისო გამოცდილება, როგორ შევხვდე სიძნელეს, როგორ გამოვნახო გზა მის გადასალახად. მიხარია ისიც, ესოდენ გამოცდილ თანაგუნდელებთან რომ მომიწევს თამაში. დარწმუნებული ვარ, გამიადვილდება. დირკ ნოვიცკის, დერონ უილიამსს, ვესლი მეტიუსს უმაღლეს დონეზე აქვთ ნათამაშები კალათბურთი და მათთან ერთად თამაში ჩემთვისაც საინტერესო იქნება.

    დასავლეთის კონფერენციაში პირველად მომიწევს თამაში. მეგობრებისგან, რომლებსაც დასავლეთში უთამაშიათ, ვიცი, რომ ძალიან რთულია, რადგან თითქმის ყოველ საღამოს თანაამპლუელ ვარსკვლავთან გიწევს "ჭიდაობა". "ჭიდაობას" იმიტომ ვამბობ, რომ ცენტრებს შორის ყოველთვის ძალისმიერი თამაში მიდის, ვცდილობთ ერთმანეთს არაფერი დავუთმოთ. ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ჩემს კარიერაში ერთი ნაბიჯი კიდევ წინ გადავდგა.

    "დალას მავერიქსს" ჩამოყალიბებული იმიჯი აქვს - ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძვის. შეიძლება ეს ხშირად არ გამოსდის, მაგრამ სეზონის დასაწყისში ყოველთვის ფავორიტად ითვლება. ერთი სული მაქვს, როდის ჩავერთვები გუნდის მზადების პროცესში. თუმცა მანამდე უმნიშვნელოვანესი მისია მაკისრია - საქართველოს სახელი ევრობასკეტზე უნდა დავიცვა. რომ ვთქვა, მეჩქარება ამერიკაში წასვლა-მეთქი, არ იქნება მართალი, რადგან საქართველოს ნაკრებში თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებ და ნამდვილად არ მინდა ეს ყველაფერი მალე დამთავრდეს.

    - მალე თბილისში, დიდუბის მანეჟში ზაზა ფაჩულიას აკადემია გაიხსნება...

    - რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას აკადემიას, თბილისში ნათქვამს ვერაფერს დავამატებ, რადგან რაც უფრო ახლოვდება სანაკრებო მატჩები, მით მეტად ვარ ჩართული და ნაკლები დრო მრჩება სხვა თემებისთვის. მაგის დროც მოვა. "მილუოკის" პარკეტი გზაშია, დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოში იქნება. მისი დაგება ჩემს აკადემიაში მაქვს გადაწყვეტილი.

    GBF.GE (საქართველოს კალათბურთის ფედერაცია)

  • ავტორი: messi        3-09-2015, 00:54
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ