რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    რაგბი. კანადა 16:15 საქართველო - გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა

    2 სექტემბერს "ბორჯღალოსნებმა" სამი საკონტროლო მატჩიდან მეორე რკენა ეშერში კანადის წინააღმდეგ გამართეს, რომელიც ნეკერჩხლების გამარჯვებით 16-15 დასრულდა. მატჩის დაწყებიდან დაახლოებით 5 წუთში ანგარიში კანადამ ლელოთი გახსნა. გარდასახვაც მიაყოლა და 7-0 დაწინაურდა.

    მე-13 წუთზე ცენტრში ჩვენი მეტოქეები დაჯარიმდნენ. ჯარიმა ლაშა მალაღურაძემ ზუსტად შეასრულა და ანგარიშში სხვაობა ოთხამდე შეამცირა 7-3.

    დაახლოებით 6 წუთში კანადამ ჯარიმით ანგარიში 10-3 გახადა. ამან ჩვენი შეტევები გააძლიერა, რასაც ტაიმის დასრულებამდე დაახლოებით 12 წუთით ადრე, რამდენიმე აგორებული მოლიდან გიორგი თხილაიშვილის ლელო მოყვა. გარდასახვაც ზუსტი იყო და ანგარიში გათანაბრდა 10-10. ტაიმის ბოლომდე კანადელებმა კიდევ ერთი ჯარიმა შეძლეს და პირველი ნახევარი მათ სასარგებლოდ 13-10 დასრულდა.

    თამაშის განახლებიდან 6 წუთში კვლავ კანადელთა მგეზავმა ჯარიმიდან იყოჩაღა და კიდევ სამი ქულა მოუმატა ნეკერჩხლებს 16-10.

    ამის შემდეგ, ისევე, როგორც პირველ ტაიმში ბორჯღალოსნები განაგრძობდნენ შეტევებს. რამდენიმე კარგი დერეფანიც მოვიგეთ და შერკინებაშიც კარგად ვთამაშობდით. კანადელებიც კარგად იცავდნენ თავს. საბოლოო ჯამში შეტევებს მეტოქის 5 მეტრიანთან აუტი მოყვა, რომლის მოგების შემდეგ შეკრული მოლით წინ გავიწიეთ, მაგრამ მოლი რაქში გადაიზარდა. აქ უკვე ბეგაძემ მარჯვნივ შეცვლაზე შემოსულ ხმალაძეს გადასცა ბურთი. ამ უკანასკნელმა რამდენიმე მოთამაშე გამოტოვა და ბურთი ფრთაზე მყოფ ბექა წიკლაურს გადააწოდა, რომელმაც ლელომდე შეუჩერებლივ ირბინა და მარჯვენა ფრთაზე 74-ე წუთზე დაამიწა. გარდასახვა ვერ გავიტანეთ 16-15.

    დარჩენილ ოთხ წუთში ვუტევდით, ჯარიმის აუტში დარტყმაც ვცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა. კანადელებმა ამასობაში ბურთი ცენტრამდე ამოიტანეს და დამთავრებულ დროზე ბურთი რაქიდან აუტში მოისროლეს და საბოლოო ანგარიში მათ სასარგებლოდ 16-15 დაფიქსირდა.

    როგორც "ბორჯღალოსნების" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, მატჩზე ბევრი ქართველი ქომაგი იმყოფებოდა, რომელთა შეძახილები და გამხნევება არცერთი წუთით არ შეწყვეტილა.

    შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასამდე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს გამართავს, რომელშიც ბორჯღალოსნები 5 სექტემბერს გლოსთერში იაპონიას დაუპირისპირდებიან.

    მატჩის მიმოხილვა



    სრკ
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        3-09-2015, 10:48
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ