რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ევრობასკეტი. საქართველოს ნაკრები - წინ ზაგრებია

    საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზაგრებში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში გამართა. იგორ კოკოშკოვის გუნდი ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის მასპინძელი ზაგრებიდან 70 კილომეტრში, სლოვენიურ დაბა პოდჩეტრტეკშია დაბანაკებული. ქართველებმა სლოვენიის ამ ულამაზეს და ევროსტანდარტების კომპლექსში დროგამოშვებით 25 დღე გაატარეს.

    საქართველოს ნაკრები მთავარი საბაზისო ადგილს ხვალ, საუზმის შემდეგ დატოვებს და გეზს პირდაპირ „ზაგრები არენისკენ“ აიღებს. სანამ სატუმროში მივიდოდეს, ნაკრების წევრები ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ დარბაზში ივარჯიშებენ. დღეს კი კოკოშკოვის გუნდმა პოდჩეტრტეკში ბოლო ვარჯიში გამართა, რომელმაც ძირითადად კომბინაციების დამუშავებაში ჩაიარა.

    2 დღეში ნაკრებს ევრობასკეტის პირველი თამაში აქვს და ბუნებრივია, კოკოშკოვი გუნდის წევრებს ბოლო მითითებებს აძლევს, კიდევ უფრო ხვეწს თითოეულ სათამაშო კომპონენტს, დაცვით სისტემას და შეტევის ორგანიზების დეტალებს. ნაკრების ყველა წევრი მწყობრშია. უმნიშვნელო ტკივილმა შეაწუხა ლევან ფაცაცია, რომელმაც დღეს ვერ ივარჯიშა. მწვრთნელთა განცხადებით სერიოზული არაფერია და ფაცაია ხვალ, ზაგრებში ივარჯიშებს.

    სრული დატვირთვით ივარჯიშა თორნიკე შენგელიამ, რომელსაც მოსამზადებელი პერიოდის უმეტესობა ტრავმის გამო გაუცდა, თუმცა ახლა იგი მწყობრშია და ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში ხვდება.

    ევრობასკეტი. საქართველოს ნაკრები - წინ ზაგრებია

    თორნიკე შენგელია: "რაც არ უნდა ვთქვა, რომ საუკეთესო ფორმაში ვარო, ტყუილი გამომივა. თითქმის ერთი თვე არც ინდივიდუალურად და არც გუნდთან ერთად არ მივარჯიშია, მაგრამ ყოველდღიურად ვცდილობ, ფორმაში ჩავდგე და გუნდს შევეწყო. ამისათვის ყველაფერს აკეთებენ და მეხმარებიან ჩემი თანაგუნდელები, მწვრთნელები, ექიმები. რამდენი მაკლია ოპტიმალურ ფორმამდე, ამას ახლა ვერ შევაფასებ. ეს გამოჩნდება ევროპის ჩემპიონატის მატჩებში. იტალიის ტურნირზე 3 მატჩი ვითამაშე და ყოველი შეხვედრის შემდეგ უკეთესად ვგრძნობდი თავს. იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილ დროში ფორმაში შევალ".


    ევრობასკეტი. საქართველოს ნაკრები - წინ ზაგრებია

    მანუჩარ მარკოიშვილი: "მოსამზადებელი პროცესით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გვქონდა. გავმართეთ ბევრი ამხანაგური თამაშები, რაც სამარისი იყო იმისთის, რომ ტაქტიკა შეძლებისდაგვარად დაგვემუშავებინა. ასე ვთქვათ, პლუს-მინუსები შეგვეგრძნო, ერთმანეთთან შევთამაშებულიყავით. შეცდომები ბევრი გვქონდა. იყო ცუდი და იყო ბევრი კარგი ვარჯიშები. იყო ფსიქოლოგიური პრობლემა, როცა ასე შორს ხარ ოჯახისგან, ძალიან ძნელია, მაგრამ მიზნისთვის, მზად ვყოფილიყავით ევროპის ჩემპიონატისთვის, ყველამ თავისი მაქსიმუმი გაიღო...
    - 6 დღეში 5 თამაში გვაქვს და ეს გრაფიკი მხოლოდ ჩვენთვის არა, ყველა გუნდისთვის ძნელი იქნება. ყოველი მეორე თამაში წინაზე რთული იქნება. ფსიქოლოგიური გამძლეობა არის მნიშვნელოვანი, რომ ის დაღლილობა, რომელსაც ასეთი დატვირთული გრაფიკი მოიტანს, გადავლახოთ და მობილიზებით შევხვდეთ მომდევნო მატჩებს. ეხლა ტრავმები არ გვაქვს, მწვრთნელს მეტი როტაციის საშუალება აქვს და იმედი მაქვს, დაღლილობის ბარიერს წარმატებით გადავლახავთ. შეიძლება სხვა უფრო მომზადებული იყოს, მაგრამ ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს, ზედიზედ მესამედ ვთამაშობთ ევრობასკეტზე და ვფიქრობ, ეს საგრძნობი უპირატესობაა.


    ევრობასკეტი. საქართველოს ნაკრები - წინ ზაგრებია

    კოტე ტუღუში: "ძალიან დატვირთული მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. იყო ფსიქოლოგიური განცდები, ტრავმები. ამაში თორნიკე შენგელიას ტრავმას ვგულისხმობ, რომელიც უკვე გამოჯანმრთელებულია და გუნდს ევროპის ჩემპიონატზე დაეხმარება. ნაკრებში საბრძოლო განწყობაა, ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის და ვემზადებით, რომ კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ჩვენი ნაკრების სიძლიერე. რაც შეეხება ფაცაციას, რომელმაც დღეს არ ივარჯიშა, მას სერიოზული არაფერი ჭირს, ფეხის მცირე ტკივილი აწუხებდა და ექიმებმა ჩათვაეს, დღეს დაესვენა და ხვლინდელ, ზეგინდელ ვარჯიშებს ფორმაში შეხვედროდა.


    დღეს, საუზმის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები ზაგრებში ავტობუსით გაემგზავრება და "ზაგრებ არენაზე" ვარჯიშის შემდეგ სასტუმრო "პანორამაში" დაბინავდება.

    სკფ
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        3-09-2015, 13:20
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ