რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    7 ფეხბურთელი, რომლებსაც ვან გაალთან უთანხმოება შეექმნათ

    WebSport.Ge გთავაზობთ 7 ფეხბურთელს, რომლებსაც სხვადასხვა დროს ვან გაალთან უთანხმოება შეექმნათ, რის გამოც მათ ჰოლანდიელის მიერ გაწვრთნა არ ისურვეს.

    რაფაელი

    7 ფეხბურთელი, რომლებსაც ვან გაალთან უთანხმოება შეექმნათ

    ვან გაალის მოსვლამდე ბევრი ფიქრობდა, რომ ბრაზილიელი მცველი, "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად წარიმართა და გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე, რაფაელი "ლიონს" შეუერთდა. "ვიცი, რომ მას არ მოვწონვარ. ალბათ იმიტომ, რომ ბრაზილიელი ვარ. ფერგიუსონის დროს ინგლისში თამაში მიხაროდა, თუმცა მწვრთნელის ცვლილება ჩემთვის ფატალური გამოდგა", - განაცხადა რაფაელმა.

    რობინ ვან პერსი

    7 ფეხბურთელი, რომლებსაც ვან გაალთან უთანხმოება შეექმნათ

    ვან პერსისა და ვან გაალს შორის შესანიშნავი ურთიერთობა იყო მაშინ, როცა ისინი ჰოლანდიის ნაკრებში ერთად იყვნენ, თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მოულოდნელად, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა და ვან პერსი იძულებული გახდა "მანჩესტერ იუნაიტედი" დაეტოვებინა. მოგეხსენებათ, გამოცდილმა ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა თურქეთში თამაში გადაწყვიტა და "ფენერბაჰჩეს" შეუერთდა.

    ხავიერ ერნანდესი (ჩიჩარიტო)

    7 ფეხბურთელი, რომლებსაც ვან გაალთან უთანხმოება შეექმნათ

    ისევე, როგორც ვან პერსი, ჩიჩარიტოს "ბაიერში" გაყიდვაც ვან გაალის ინიციატივა იყო. "მინდა მადლობა გადავუხადო სერ ალექს ფერგიუსონს, ჯიმ ლოულორს, კლუბის თანამშრომლებს და ყველა იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ჩემთან ოდესმე უთამაშიათ", - განაცხადა მექსიკელმა თავდამსხმელმა.

    ანხელ დი მარია

    7 ფეხბურთელი, რომლებსაც ვან გაალთან უთანხმოება შეექმნათ

    დი მარიას ინგლისური კარიერა ვერ აეწყო და გადაწყვიტა სათამაშოდ საფრანგეთში წასულიყო. ამ გადაწყვეტილების მიღებაში კი ვან გაალი დაეხმარა. "ვან გაალს აქვს საკუთარი საფეხბურთო ფილოსოფია, რომელიც მე არ მესმის. მასთან ურთიერთობა ძალიან რთულია. ბევრჯერ ვეცადე მასთან საერთო ენის გამონახვას, თუმცა ამაოდ.", - განაცხადა "პსჟ"-ს არგენტინელმა ნახევარმცველმა.

    რივალდო

    7 ფეხბურთელი, რომლებსაც ვან გაალთან უთანხმოება შეექმნათ

    ვან გაალსა და რივალდოს შორის დიდი უთანხმოება იყო, რის გამოც "ბარსელონას" დატოვება, პირადად რივალდომ ისურვა. "ვან გაალი არ მომწონს. დარწმუნებული ვარ, რომ მასაც არ მოვწონვარ", - განაცხადა ბრაზილიის ნაკრებისა და "ბარსელონას" ლეგენდამ.

    ლუკა ტონი

    7 ფეხბურთელი, რომლებსაც ვან გაალთან უთანხმოება შეექმნათ

    ჰოლანდიელი მწვრთნელის კიდევ ერთი მსხვერპლი "ბაიერნის" ყოფილი თავდამსხმელია. ვან გაალის გერმანულ კლუბში მისვლამდე, ლუკა ორი სეზონის განმავლობაში ბუნდესლიგის ბომბარდირი იყო, თუმცა ჰოლანდიელმა გადაწყვიტა, რომ ტონის ადგილი სათადარიგოთა სკამზე იყო. "ვან გაალი უღირსად მომექცა", - განაცხადა "ჰელას ვერონას" ვეტერანმა თავდამსხმელმა.

    მარკ ვან ბომელი

    7 ფეხბურთელი, რომლებსაც ვან გაალთან უთანხმოება შეექმნათ

    ვან გაალმა "ბაიერნის" კიდევ ერთი ფეხბურთელი, თავისი თანამემამულე, მარკ ვან ბომელი აითვალწუნა და გამოცდილი ნახევარმცველი სათამაშოდ "მილანში" გაგზავნა. "მე მქონდა მასთან მცირე კონფლიქტი 2010 წლის დეკემბერში. მას არ მოწონდა ჩემი ხასიათი და თამაშის სტილი.ვან გაალის ეს სიტყვები არ მომეწონა, რადგან ისეთი ვარ, როგორიც უნდა ვიყო", - განაცხადა ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა.
  • ავტორი: გოგა ნაჭყებია        4-09-2015, 16:07
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ