რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ევრობასკეტი. საქართველოს ნაკრები ხორვატიაში ჩავიდა

    საქართველოს ეროვნული ნაკრები ზაგრებშია. იგორ კოკოშკოვის გუნდმა ხორვატიაში ჩასვლისთანავე ივარჯიშა. სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკიდან ნაკრების ავტობუსი პირდაპირ ზაგრებ არენაზე მივიდა, სადაც ქართველებმა 2 საათის განმავლობაში ივარჯიშეს.

    პოდჩეტრტეკიდან ზაგრებამდე 70 კილომეტრია, ასე რომ მწვრთნელებმა ისე დაგეგმეს, რომ დილის ვარჯიში ოდნავ მოგვიანებით პირდაპირ ევრობასკეტის მასპინძელ არენაზე დანიშნეს. სავარჯიშო ფორმებში გამოწყობილი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები პოდჩეტრტეკიდან დილის 11 საათზე დაიძრნენ და ნაშუადღევს, პირველ საათზე უკვე ზაგრებში იყვნენ. სლოვენია-ხორვატიის საზღვარზე ნაკრების ავტობუსი მცირედით შეფერხდა, მესაზღვრეებმა არაევროკავშირის ქვეყანაში შესვლისას ყველა მგზავრის პასპორტი გადაამოწმეს, თორემ ქართველები „ზაგრებ არენაზე“ შედარებით ადრიანად მივიდოდნენ.

    3 წლის წინ აშენებული „ზაგრებ არენა“ 15 ათას მაყურებელს იტევს. ევრობასკეტისთვის ეს რიცხვი ოდნავ შემცირებულია, რადგან მედიის წარმომადგენლებს დამატებითი ტრიბუნები გამოუყვეს, რაც მანამდე არსებული სტანდარტული ტრიბუნების ხარჯზე მოხდა. მაყურებლების სიმრავლეს დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან ზაგრები ძალიან ახლოსაა სლოვენიასთან და მაკედინიასთან, ამ ქვეყნებიდან დაძრული გულშემატკივართათვის კი "ზაგრებ არენაზე" ადგილები უხვად მოიძებნება.

    საქართველოს ნაკრების ვარჯიშმა 2 საათს გასტანა. იგორ კოკოშკოვმა გუნდი სათამაშო ეპიზოდებზე, სროლაზე ავარჯიშა. კალათბურთელებმა კომბინაციების გათამაშებაზე იმუშავეს, ფიზიკური ვარჯიშებიც გააკეთეს და "ზაგრებ არენას" ფარებიც შორი თუ ახლო დისტანციებიდან სროლებით მოსინჯეს. ნაკრებში კარგი განწყობაა. ტრავმირებული არავინაა და ზურგს ყველას ნაყოფიერად გავლილი შეკრება უმაგრებს.

    "ზაგრებ არენიდან" ნაკრები სასტუმრო "პანორმაში" გაემართა. სლოვენიიდან გამოყოლილ საქართველოს ნაკრების ავტობუსს ხორვატიის საზღვრიდან წინ პოლიციის ექსკორტი მიუძღვოდა, რომელმაც კოკოშკოვის გუნდი კერ არენაზე, შენდეგ კი სასტუმრომდე მიაცილა. ხვალიდან საქართველოს ნაკრები, ისევე როგორც სასტუმრო "პანორამაში" მცხოვრები ევრობასკეტის C ჯგუფის ყველა მონაწილე, ევროჩემპიონატის ბრენდირებული ავტობუსებით ივლიან.

    დაბინავებისთანავე ნაკრებმა ისადილა. სასადილო ოთახში ქართველები შეხვდნენ მეტოქე ნაკრებების თანაგუნდელ წევრებს. ზაზა ფაჩულიამ "მილუოკი ბაქსში" თავისი თანაგუნდელი და მეგობარი, საბერძნეთის ნაკრების ლიდერთაგანი იანის ადეტოკუმბო მოინახულა. დიდი ოვაციებით შეხვდნენ ერთმანეთს გასულ წელს ყაზანის "უნიკსში" თანაგუნდელები - ვიქტორ სანიკიძე და ბერძენი კოსტას კაიმატოღლუ. გულთბილი მოკითხვა ჰქონდათ ასევე გიორგი შერმადინს და ბერძნების ლიდერ ვასილის სპანულისს.

    3 სექტემბერს მეტი ვარჯიში აღარაა დაგეგმილი. 4-ში კი ჩვენი ეროვნული გუნდი დილის 9 საათზე ივარჯიშებს.

    [ვარჯიშის მიმოხილვა]



    თორნიკე შენგელია: "უკვე აქ ვართ, ზეგ ჰოლანდიასთან მატჩია და ჩვენი ნაკრები მზადაა. მიუხედავად იმისა, თუ მეტოქე ვინაა, მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რადგან ევროპის ჩემპიონატზე იოლი მეტოქე არ არსებობს".


    ზაზა ფაჩულია: "განწობა შესანიშნავია. თვენახევარია, ერთად ემზადება გუნდი, ყველაფერს საიმისოდ ვაკეთებდით, რომ ევროპის ჩემპიონატს მზადყოფნაში შევხვედროდით და ეხლა, როცა ზაგრებში ჩამოვედით, ყველას საბრძოლო განყობა გვაქვს. გავიმეორებ არაერთხელ ნათქვამს, რომ თუ არასერიოზულად მოვეკიდებით ჰოლანდიის ნაკრებს, ისე დავისჯებით, როგორც 3 წლის წინ. ნაკრების ყველა წევრმა იცის ეს, მოდუნება არ შეიძლება და ყველა ბოლომდე უნდა დაიხარჯოს მიზნის მისაღწევად. 6 დღეში 5 თამაში გველის და ვნახოთ, დიდი გამძლეობა და ბრძოლისუნარიანობა გვმართებს".


    მანუჩარ მარკოიშვილი: "შესანიშნავი გარემოა. ამ ტრიბუნებზე უმეტესწილად ჩვენი მეტოქეების გულშემატკივრები ისხდებიან. ჩვენ ძალიან მობილიზებულად უნდა ვიყოთ. დაცვაში მეტი ყურადღება გვმართებს. ვიცი, რომ დიდი პასუხესმგებლობა გვეკისრება თითოეულს. მე პირადად იმას ვეცდები, რომ დაცვაში ვითამაშო კარგად, რადგან ვიცი, რომ თუკი ამ საქმეს წარმატებით გავართმევ თავს, შეტევაში თამაში გაგვიიოლდება".


    სკფ
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        4-09-2015, 17:35
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ