რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    უმაღლესი ლიგის მე-18 ტურის მიმოხილვა

    რამდენიმე საათის წინ დასრულა საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-18 ტურის მატჩები. WebSport.Ge გთავაზობთ ამ მატჩების მიმოხილვას:
    ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

    თბილისის "დინამო" 3-2 "ზესტაფონი"

    მატჩი თბილისელებისთვის მოულოდნელად დაიწყო. მე-4 წუთისთვის ზესტაფონელებმა გოლის გატანა მოახერხეს. სტუმრების გუნდიდან თავი ირაკლი სიხარულიძემ გამოიჩინა. პირველი ნახევრის მიწურულს კი "დინამოს" ფეხბურთელემა, მანუელ ონვუმ ულამაზესი კომბინაცია გოლით დააგვირგვინა.

    მეორე ტაიმი უკვე თბილისის "დინამოს" უპირატესობით დაიწყო, რასაც "ზესტაფონის" კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანიც მოჰყვა. ჯარიმის ნიშნულთან კვლავ მანუეკ ონვუ მივიდა და დარტყმაც ჩინებულად შეასრულა 0 "დინამო" თამაშში პირველად გავიდა წინ.

    69-წუთზე ზესტაფონელებმა წონასწორობა აღადგინეს, გოლის ავტორი გურამ სამუშია გახდა - 2-2. თბილისელებმა მეტოქეს მალევე უპასუხეს ლაშა თოთაძის გოლით (73') და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს.
    ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

    ბათუმის "დინამო" 1-0 გორის "დილა"

    ჩემპიონატის ლიდერმა, გორის "დილამ" გასვლაზე ბათუმის "დინამოსთან" 3 ქულა დათმო. ბათუმელების წაუგებელი სერია ეროვნულ ჩემპიონატში გრძელდება და ისინი 33 ქულით უკვე მეორე პოზიციაზე არიან. დღევანდელ შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი თეიმურაზ შონია გახდა (62').
    ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

    "ჩიხურა" 0-2 "შუქურა"

    საჩხერელებისთვის დღევანდელი შეხვედრა წარუმატებელი აღმოჩნდა. "შუქურამ" საჭირო სამი ქულა მოიპოვა. სტუმრებმა "ჩიხურა" ორბურთიანი სხვაობით დაამარცხეს. "შუქურას" შემადგენლობიდან თავი გიორგი გურულმა და გიორგი კუხიანიძემ გამოიჩინეს (86' და 93'). საჩხერლები18 ტურის შემდეგ მე-6 ადგილზეა, ხოლო "შუქურა" 23 ქულით მე-8-ზე.
    ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

    "სამტრედია" 3-1 "ბოლნისი"

    სამტრედიელებმა საკუთარ კედლებში ბოლნისის "სიონი" მიიღეს. აღნიშნულ შეხვედრაში ოთხი გოლი გავიდა. ანგარიში მე-40 წუთზე ზურაბ ხიზანიშვილმა გახსნა, პირველი ნახევარი სამტრედიელებმა 1-0 მოიგეს. მეორე ნახევრის დაწყებიდან 2 წუთში, მათი უპირატესობა ორბურთამდე გაიზარდა. მასპინძელთა რიგებიდან თავი რევაზ გეწაძემ გამოიჩინა. ბოლნისელებმა სხვაობა ერთბურთამდე 68-ე წუთზე შეამცირეს, თუმცა, ილია კერძევაძემ საბოლოო ანგარიში მატჩის 92 წუთზე დააფიქსირა. სამტრედიელები 18 ტურის შემდეგ ჩემპიონატში მე-4 ადგილს იკავებენ, ხოლო ბოლნისელები 17 ქულით მე-15 ადგილზე არიან.
    ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

    დანარჩენი მატჩების ანგარიშები:
    "გურია" 1-0 "მეტალურგი"
    "ტორპედო" 1-1 "მერანი"
    "ცხინვალი" 1-0 "ვიტ ჯორჯია"

  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        5-03-2015, 18:54
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ