რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    რაგბი. იაპონია 13:10 საქართველო

    დღეს გლოსთერში, "ქინგსჰოლმ სთედიუმზე", სტადიონზე სადაც 13 დღეში ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე ტონგას დაუპირისპირდებიან, ჩვენმა ნაკრებმა მესამე საკონტროლო მატჩი გამართა. მსოფლიოსთვის სამზადისის მესამე რკენაში იაპონიას ვეთამაშეთ, რომელმაც ანგარიშით 13:10 გაიმარჯვა.

    ისევე, როგორც წინა ორი, დღევანდელი მატჩიც, ტესტის მიუხედავად, ჩვენი ნაკრების მსოფლიოსთვის მოთელვასა და სათამაშო კომპონენტების დახვეწას ემსახურებოდა მას შემდეგ რაც გუნდმა დამღლელი 9 კვირიანი ფიზ-მომზადებაზე ორიენტირებული წრთობის კურსი გაიარა საქათველოსა და პოლონეთში.

    პირველი ნახევარი

    თავიდან ანგარიში იაპონელებმა, მატჩის დაწყებიდან დაახლოებით მე-4 წუთზე გახსნეს. მას შემდეგ რაც შერკინებაში დავჯარიმდით, მეტოქის ფულბეკმა აიუმი გორუმარუმ ჯარიმა ზუსტად შეასრულა 0:3. ცოდაოდენ ხანში მას კიდევ მიეცა დამატებით სამი ქულის მოპოვების შესაძლებლობა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.

    ამის შემდეგ იაპონია უფრო ფლობდა ბურთს და გვიტევდა, მაგრამ ბორჯღალოსნების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენები თავს კარგად იცავდნენ.

    მატჩის დაწყებიდან მე-15 წუთზე, იაპონელებს მარცხენა ფლრთაზე ვეძალებოდით და ზედიზედ რამდენიმე გვარიანი დარტყმაც გავაკეთეთ. მოედნის შუისკენ, მეტოქის 22-ში რომ გადავინაცვლეთ, რაქიდან ვასილ ლობჟანიძემ მარჯვნივ გაუშვა ბურთი, რომელსაც დავით კაჭარავა დაეუფლა და იქვე მერაბ კვირიკაშვილს უპასა. მანაც ფეხით შეუცურა ლელოსკენ. ბურთს გარემარბი მურაზ გიორგაძე დაეწია და იაპონელთა ლელოში დაახტა. გარდასახვა ზუსტად კვირიკაშვილმა შეასრულა და წინ გავედით 3:7.

    ამის შემდეგ ქართველები მეთოდურად უტევდნენ, მაგრამ არც იაპონელები იცავდნენ ურიგოდ თავს.

    ტაიმის დასრულებამდე ალუბლების ერთ -ერთ შეტევას ჩვენს 22-ში ჯარიმა მოყვა. გორუმარუმ ამჯერად იზუსტა და ანგარიში 6:7 გახადა. ცოტა ხნის შემდეგ, მატჩის არბიტრმა, ჯონ ლეისიმ გვიანი ბოჭვისათის ვიქტორ კოლელიშვილი გაასინბინა.

    მაგრამ არც იაპონელებმა მოახერხეს უყვითლოდ ტაიმის დასრულება. მას შემდეგ რაც მეტოქის კვაჭმა, შოთა ჰორიმ შუბურად დასცა დავით კაჭარავა ლანსიმ ისიც სინბინისკენ გაისტუმრა.

    ცოტახანში მერაბ შარიქაძის გარღვევას იაპონელთა დაჯარიმება მოყვა. დასარტყმელად მერაბ კვირიკაშვილი მოემზადა, რომელმაც ამჯერად ვერ იზუსტა.

    მეორე ნახევარი

    მატჩის განახლებიდან ბურთიც და ტერიტორუილი უპირატესობა კარგა ხნით ჩვენს მხარეს იყო. იაპონელები კი კარგად იცავდნენ თავს. ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა მურაზ გიორგაძეს, მამუკა გორგოძესა და მერაბ შარიქაძესაც ჰქონდათ, მაგრამ დაგვირგვინება არ გამოდიოდა.

    მატჩის 70-ე წუთი იყო, როდესაც ლაშა მალაღურაძეს ჯარიმის დარტყმის შესაძლებლობა მიეცა. ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 6:10 გახადა. ცოტახანში მალაღურაძეს კვლავ მიეცა ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, მაგრამ ამჯერად ბურთი ძელებს შორის არ გავიდა.

    დარჩენილ 3 წუთში იაპონელებმა ჩვენ 5 მეტრიანთან დერეფანი მოიგეს და მოლი ააგორეს, რომლის შეჩერება ვერ მოვახერხეთ და ლელო მივიღეთ. გარდასახვა გორუმარულ შეასრულა, რითაც იაპონია წინ გავიდა 13:10.

    დარჩენილ დროში ვუტევდით, მაგრამ გაწითლებულ დროზე ბურთი წინ დაგვივარდა, ჯონ ლეისიმ დასტვინა და მატჩი დაასრულა.

    გილდფორდში 13 სექტემბრამდე

    ამრიგად სამივე საკონტროლო მატჩი ვითამაშეთ. სამწუხაროდ სამივე დავთმეთ, მაგრამ ეს შეხვედრები, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი ტესტი იყო, უპირველეს ყოვლისა ნაკრებისთვის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ხასიათსა იყო. მნიშვნელოვანი იყო, რომ გუნდს გრძელი საწრთობი პერიოდის შემდეგ, სარაგბო კომპონენტებზე და პოტენციურ წუნებზე ემუშავა. სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, ამ მხრივ მიღებული გამოცდილება შეუფასებელია, რაც უდაოდ დადებით შედეგს მოიტანს უშუალოდ მსოფლიო თასზე. შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს, მსოფლიო თასის დაწყებიდან მეორე დღეს, ბორჯღალოსნები, ამავე სტადიონზე, ქინგსჰოლმზე დაუპირისპირდებიან C ჯგუფში თავიანთ მთავარ მეტოქეს, ტონგას. აქვე გაცნობებთ, რომ იაპონიასთან მატჩის შემდეგ ყველა მოთამაშე ჯანმრთელად არის.

    ჩვენი ნაკრები დღესვე გილდფორდში დაბრუნდება, სადაც სარის სპორტულ ცენტრში 13 სექტემბრამდე გააგრძელებს მსოფლიოსთვის მზადების მესამე ფაზას. დაგეგმილია რამდენიმე ერთობლივი ვარჯიშიც, მაგრამ ამის შესახებ მოგვიანებით.

    სრკ
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        6-09-2015, 00:04
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ