image

პრანდელი: "ბალოტელი შეიცვალა"

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, ჩეზარე პრანდელიმ განაცხადა, რომ "ლივერპულის" ყოფილი თვადამსხმელი, მარიო ბალოტელი სწორ გზას ადგას და ახალ კლუბთან ერთად სკუდეტოს მოპოვება შეუძლია.

"მარიო ძალიან კეთილია, ის ჩემთვის შვილივითაა. მის შესახებ ბევრი უარყოფითი ინფორმაცია ვრცელდება. მინდა, რომ ბალოტელიმ "მილანთან" ერთად წარმატებას მიაღწიოს და ყველა ის კრიტიკოსი გააჩუმოს, რომელიც მარიოს აუგად იხსენიებდა."

"მიხაილოვიჩი ბალოტელის უნდა ენდოს. სერბმა სპეციალისტმა ის "ინტერთან" მატჩში ძირითადში უნდა გაამწესოს, რათა მწვრთნელის ნდობა იგრძნოს. ბალოტელი ბოლო დროს ძალიან შეიცვალა და რაც მთავარია უკეთესობისკენ. ორივე მილანური კლუბი სკუდეტოს ფავორიტები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ კვირას უხვგოლიან და სანახაობრივ მატჩს ვიხილავთ.", - განაცხადა, სკუადრა აძურას ყოფილმა დამრიგებელმა, ჩეზარე პრანდელიმ.
  • ავტორი: გოგა ნაჭყებია        7-09-2015, 19:49

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ