რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    შენგელია: "გული მტკივა, რომ ბოლო წუთებზე გუნდს ვერ დავეხმარე"

    მატჩის შემდეგ ძალიან გულდაწყვეტილი იყო საქართევლოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია, რომელიც მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვთან ერთად პრესკონფერენციაზე გამოცხადდა.

    თორნიკე შენგელია: "პირველ რიგში მინდა გამარჯვება მივულოცო ლიტველ კალათურთელებს, მათ გულშემატკივრებს. უკან რომ ვიყურები, ორივე გუნდმა დიდი სამუშაო გასწია და იმსახურებდა მერვედფინალში ყოფნას. რაც შეეხება მატჩს, ძალიან დასანანია, რომ მცირე დეტალების გამო წავაგეთ. ლიტვამ უკეთესად ითამაშა გადამწყვეტ მომენტში. განსაკუთრებულად მტკივა გული, რომ მოედნიდან გავვარდი და თამაშის ბოლოს გუნდს ვერ დავეხმარე".

    იგორ კოკოშკოვი: "ძალიან დაძაბული თამაში იყო ძალიან გამოცდილი და ძლიერ მეტოქესთან. ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით და ბოლომდე ვიბრძოლეთ. თამაშის ბედი მცირე უპირატესობამ გადაწყვიტა, ლიტვა ძალიან ძლიერი გუნდია და თუნდაც უმნიშვნელო ჩავარდნებს არავის პატიობს. ჩვენ დავუშვით შეცდომები - უწყინარ სიტუაციაში დავკარგეთ რამდენიმე ბურთი, შეტევაშიც რაღაც არ გამოგვივიდა და ეს იყო - მეტოქემ ისარგებლა და მეოთხედფინალში გავიდა. წაგების მიუხედავად მინდა გუნდის წევრებს მადლობა ვუთხრა. ვამაყობ მათი დამოკიდებულებით, ერთიანობით და ბრძოლისუნარიანობით. სწორედ ამის წყალობით მოვიდა გუნდი ამ ეტაპამდე. როგორც გუნდი, ნაკრები ვითარდება, ასევე კალათბურთის ფედერაცია, რომელიც სწორი მიმართულებით მიდის".

    პაულიუს იანკუნასი, ლიტვის ნაკრების წევრი: "რთული თამაში იყო და კარგია, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ რომ დამთავრდა. ეს იყო დიდი გამარჯვება ლიტვისთვის, რომელიც შემდეგ ეტაპზე გავიდა და ახლა მომდევნო მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ".

    იონას კაზლაუსკასი, ლიტვის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: " როგორც პაულიუსმა თქვა, თანაბარი და რთული თამაში იყო, სადაც ხშირი იყო ფიზიკური კონტაქტი. იონას ვალანჩუნასი რამდენიმე დღე ავადმყოფობდა და ვერ იყო ფორმაში, რამაც დიდი პრობლემა შეგვიქმნა. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, თუმცა მეორეში ვიპოვეთ ჩვენი თამაში და სიტუაციას ვაკონტროლებდით".

    სკფ
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        14-09-2015, 17:11
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ