რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    მეფე, რომელიც არ მიგატოვებს!

    2014 წლის ზაფხულში, "მაიამი ჰიტში" ბევრი რამ შეიცვალა. უმთავრესი ცვლილება და დანაკარგი კი იყო ის, რომ გუნდი დატოვა ლიდერმა და ჩვენი დროის საუკეთესო კალათბურთელმა, ლებრონ ჯეიმსმა. მისი წასვლა მაიამიში ძალიან ეწყინათ, მაგრამ ზოგიერთებივით არ დაიწყეს მისი მაისურებით კოცონის დანთება და ლანძღვა-გინება ("კავალიერსის" გულშემატკივრებზე მაქვს საუბარი). ბევრს გაუცრუა იმედი აკრონელმა ბიჭმა, მაგრამ მის გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდნენ. ლებრონი "კავალიერსიდან" დამარცხებული წავიდა, მას ახლა "კლივლენდში" აქვს მოსაგები. ახლა კი მინდა ვისაუბროთ იმ დიდებულ კალათბურთელსა და ადამიანზე, ვინც საყვარელი ქალაქი და გუნდი არ მიატოვა...

    ალბათ მიხვდით, ვის შესახებაც მსურს საუბარი. რა თქმა უნდა, ეს ადამიანი დუეინ უეიდია. დუეინი "ჰიტის" ქომაგებს 2003 წლიდან უხარებს გულს. დიახ, იმ წლის 26 ივნისს NBA-ს მაშინდელმა კომისარმა დევიდ სტერნმა გამოაცხადა: "მეხუთე შერჩევით, "მაიამი ჰიტი" ირჩევს დუეინ უეიდს, მარკეტის უნივერსიტეტიდან". აქედან იწყება ახალი, მაგრამ ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ისტორია ფლორიდული გრანდისთვის... ახალწვეული დუეინი საშუალოდ აგროვებდა: 16.2 ქულას, 4.5 შედეგიან გადაცემასა და 4 მოხსნას. დასაწყისისთვის ცუდი არ არის... მაგრამ "ფლეშს" სიურპრიზი აქვს, სიურპრიზი სახელად "პირველი ტიტულის გემო" - უეიდმა მაიამელებს პირველი ტიტული აჩუქა.

    2005-06 - სეზონი, როდესაც "მაიამიმ" პირველად შეძლო ტიტულის მოპოვება. რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, ფლორიდული გრანდი სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონის სათავეში იყო 52 მოგებითა და 30 მარცხით. გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა რეგულარულ სეზონში, რაშიც ლომის წილი გუნდის უდავო ლიდერმა დაიდო. დუეინი ჩემპიონობისთვის ემზადება, მას გამარჯვება და დიდება სწყურია! მაიამის "მეფის" სტატისტიკა საჩემპიონო სეზონში შემდეგნაირია: 27.2 ქულა, 6.7 პასი, 5.7 შედეგიანი გადაცემა და 1.9 ჩაჭრა.

    სიცხის მოყვარულმა ბიჭებმა რეგულარულში დაწყებული, პლეიოფში განაგრძეს და შესანიშნავად იასპარეზეს. პირველ რაუნდში მათ ჩიკაგოელი "ხარები" გადაეღობნენ, მაგრამ მაიამიში კარგი ტორეადორები აღმოჩნდნენ, უეიდის თამადობით - "ჰიტმა" სერია 4-2 მოიგო. შემდეგ იყო "ნიუ ჯერსი ნეტსი", რომელმაც პირველი შეხვედრა მოიგო, მაგრამ შემდეგი ოთხი დათმო... "მაიამი" შეუჩერებელი ჩანდა. კონფერენციის ფინალში კი მათ წინააღმდეგ მაგარი ბიჭის, ჩონსი ბილაპსის "დეტროიტ პისტონსი" აღმოჩნდა. მაგრამ ჰაი, რომ "ფლეში" უფრო მაგარი ბიჭი იყო... უფრო მაგარი გუნდით! "ჰიტი" 4-2-ს ამარცხებს "პისტონნს" და 18 წლიანი არსებობის პერიოდში, პირველად ახერხებს სუპერფინალში გაღწევას! "დი" უეიდმა აქაც უდიდესი წვლილი შეიტანა თავისიანების გაფინალისტებაში. მას დიდი დახმარება გაუწიეს დიდმა ბიჭებმა: ალონზო "ზო" მორნინგმა და შაკილ 'ო ნილმა.

    მეფე, რომელიც არ მიგატოვებს!

    აი, აქ კი საქმე რთულდება... პატ რაილის გაწვრთნილებს წინ დალასელი "მოხეტიალეები" ეღობებიან. ფლორიდული გუნდი პირველ ორ მატჩს მარცხით ასრულებს, თითქოს ყველაფერი დამთავრდა, გერმანელი ვარსკვლავის, დირკ ნოვიცკის ლიდერობით "მავსი" დაუმარცხებელი ჩანს... მაგრამ ნუ აჩქარდებით, უეიდს სიურპრიზი აქვს! ჩიკაგოში დაბადებულ-გაზრდილი ბიჭი არც პირველ ორ შეხვედრაში გამოიყურებოდა ძალიან ცუდად, მაგრამ ბოლო ოთხი სულ სხვა იყო, ეს იყო ნამდვილი დუეინი და ეს იყო ის, რასაც მისგან "სიცხის მოყვარულები" ელოდნენ! "დი" ოთხ პირად დაპირისპირებას უგებს "მავერიქსს" და 2006 წლის 20 ივნისს მოხდა ის, რასაც "ჰიტის" ფანები 1988 წლიდან, ანუ გუნდის დაარსებიდან მოყოლებული ელოდნენ! მათმა ფავორტიმა გუნდმა, ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა. 34.7 ქულა, 7.8 მოხსნა, 3.8 გადაცემა, 2.7 ჩაჭრა 1 დაფარება, ფინალების MVP და ერთ-ერთი საუკეთესო ფერფორმანსი ფინალების ისტორიაში! მაიამიში ზეიმობენ...

    სტატისტიკურადაც და სანახაობრივადაც უეიდისთვის საუკეთესო იყო 2008-09 სეზონი. უეიდი კვლავ ლიდერია, იგი კვლავ ასრულებს. სწორედ ამ სეზონში იმსხვერპლა მან "კავალიერსის" ცენტრი, ანდერსონ ვარეჟაო. ეს მართლაც რომ შესანიშნავი მომენტია. ზოგადად, ჯანმრთელი უეიდი ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი მოთამაშეა ლიგის ისტორიაში. მაგრამ დასანანი ის არის, რომ ამ ერთგულ კაცს ძალიან ბევრი გაუცდა ტრავმების გამო... მას დღესაც აქვს მუხლზე პრობლემები, მაგრამ მას საკუთარ მუხლებზე მეტად საკუთარი გუნდი და გულშემატრივარი აღელვებს. და უეიდი თამაშობს...

    2011-14 წლებში, ფლორიდელები ზედიზედ ოთხჯერ გადიან ფინალში, ორჯერ იმარჯვებენ. აქ კი უმთავრესი წვლილი ჯეიმსმა შეიტანა, მაგრამ ლებრონმა ამ წარმატებას უეიდთან, ბოშთან და მწვრთნელ სპოელსტრასთან ერთად მიაღწია! "მეფე ჯეიმსს" 2010 წელს, მაიამიში ძალიან გულთბილად დახვდნენ, მანაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თბილი ქალაქის თბილ მცხოვრებთათვის გული გაეხარებინა! ბოლოს იგი წავიდა...

    მაგრამ არის კაცი, ვინც არ წავიდა და არც წავა! უეიდსა და "მაიამის" ორმხრივი სიყვარული აკავშირებთ, "დის" ენდობიან, იგი ძალიან უყვართ, მას ძალიან დიდ პატივს სცემენ და აფასებენ... იგივეს აკეთებს დუეინიც, მასაც უყვარს ეს ქალაქი, გუნდი, ხალხი და მათ გამო ყველაფერს გააკეთებს. აკეთებს კიდეც... დღეს ის 33 წლის არის, მას ბოში გამოაკლდა, მაგრამ გვერდით ჰყავს გორან და ზორან დრაგიჩები, დენგი და ძალიან მაგარი ბიჭი, ჰასან უაითსაიდი! "ფლეში" მოხუცდა, მაგრამ მას კიდევ შეუძლია, ის თავის სიტყვას კიდევ იტყვის, აუცილებლად იტყვის! წარმატებები კაცს, რომელიც ყველას უყვარს, წარმატებები "მაიამისა" და სრულიად ფლორიდის მეფეს, წარმატებები დუეინ უეიდს!

    მომზადებულია სპეციალურად WebSport.Ge-სთვის
  • ავტორი: Cotne Mrevlishvili        6-03-2015, 21:49
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ