რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    რუნი ინგლისის თასზე ოცნებობს

    "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა, უეინ რუნიმ განაცხადა, რომ ის ოცნებობს ინგლისის თასის მოგებას - ერთადერთი ტიტულის, რომელიც მას "წითელ ეშმაკებთან" ერთად არ მოუგია.

    შეგახსენებთ, "იუნაიტედთან" ერთად უეინმა 5-ჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, 2-ჯერ ინგლისის ლიგის თასი და ერთხელაც ჩემპიონთა ლიგა. ინგლისის თასის მოგება კი 29 წლის ინგლისელისთვის აუხდენელ ოცნებად იქცა - ის ორჯერ იყო ინგლისის თასის ფინალში, მაგრამ ორივეჯერ დამარცხდა. ეს წარუმატებლობები "არსენალთან" გასამართი მატჩის წინ რუნის მოტივაციას მატებს.

    "კვირას მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება "არსენალის" წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ უკვე რამოდენიმე წელია არ გავსულვართ ფინალში, ახლა კი ვეცდებით, ეს მატჩი აუცილებლად მოვიგოთ".

    "რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ეს თასი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვობაში მიყვარდა ამ ტურნირის თამაშების ყურება და ვოცნებობდი "ევერტონის" გამარჯვებას 1995 წელს, როცა მე 9 წლის ვიყავი. ძალიან მინდა ამ თასის მოგება და იმედია ეს ამ სეზონში მოხდება", - ციტირებს რუნის სიტყვებს Evening Standard-ი.
  • ავტორი: niko shervashidze        7-03-2015, 11:52
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ