რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ბორჯღალოსნების შემადგენლობა ტონგას წინააღმდეგ

    2 დღეში, 19 სექტემბერს, საქართველოს დროით 15 საათზე, "ქინგსჰოლმ სთედიუმზე" "ბორჯღალოსნები" "‘ზღვის არწივებად" ცნობილ ტონგას ერკინებიან. მსოფლიოზე საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩამდე 48 საათით ადრე მილთონ ჰეიგმა ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი დაასახელა.

    ძლიერი შერკინებით

    სარაგბო სამყაროში ერთ-ერთი უძლიერესი შერკინებით ცნობილი ბორჯღალოსნები სტერეოტიპს არ დაარღვევენ, ვინაიდან პირველ ხაზში ჰეიგმა მიხეილ ნარიაშვილს, ჯაბა ბრეგვაძესა და დავით ზირაქაშვილს უხმო. მეორე ხაზში შერკინებას კოტე მიქაუტაძე და გიორგი ნემსაძე გაამაგრებენ. მესამე ხაზში კი ფლანკერებად გიორგი თხილაიშვილსა და ვიქტორ კოლელიშვილს ვიხილავთ. კაპიტანი მამუკა გორგოძე კი 8 ნომერზე ითამაშებს.

    ყველაზე ახალგაზრდა

    18 წლის ვასილ ლობჟანიძეზე მსოფლიო თასის ვებ-გვერდზე და სხვა და სხვა გამოცემებში ბევრი დაწერილა და თქმულა და მოლოდინისამებრ იგი ნამდვილად შევა მსოფლიო თასების ისტორიაში, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვინაიდან სასტარტო 15-ეულში მას 9 ნომრის პოზიციაზე ვიხილავთ. ხაზში ჰავბექად ლაშა მალაღურაძე გაირჯება, ცენტრში დავით კაჭარავასა და მერაბ შარიქაძის დუეტია, ხოლო გარემარბებად გიორგი აფციაური და თამაზ მჭედლიძე დაიწყებენ ტონგელთა წინააღმდეგ მატჩს. ფულბეკი კი ბორჯღალოსნების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, 85 სანაკრებო კეპ მოხვეჭილი, მერაბ კვირიკაშვილი იქნება.

    "პატივი გვაქვს მსოფლიო თასზე პირველად, დავასახელოთ ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი, რომლითაც ტონგას დავუპირსპირდებით. სელექცია ძალზე რთული იყო, რომელიც ბოლო დროინდელი შეკრებებისა და საკონტროლო მატჩების დროს მიმდინარეობდა. მიმაჩნია, რომ საკმაოდ გამოცდილი რაზმი დავასახელეთ", - განაცხადა მილთონ ჰეიგმა. "გარდა ამისა ამ შემადგენლობით ჩვენი გუნდი თითქმის 4 წელია რაც თამაშობს, შესაბამისად დარწმუნებულნი ვართ, რომ მათი თამაშით ყველა ვიამაყებთ".

    ტრავმებს იშუშებენ და პირველი მატჩის განაცხადში სამწუხაროდ ვერ მოხვდნენ მგეზავი ლაშა ხმალაძე და გარემარბი ალექსანდრე თოდუა. მცირე, ნაკლებად სერიოზული ტრავმა აქვს დავით ქუბრიაშვილს.

    საქართველო - ტონგა. 19 სექტემბერი, "ქინგსჰოლმ სთედიუმი"
    15:00 სთ (12:00 ადგილობრივი დროით)


    ბორჯღალოსნების შემადგენლობა ტონგას წინააღმდეგ

    ბორჯღალოსნების შემადგენლობა ტონგას წინააღმდეგ


    სრკ
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        17-09-2015, 14:56
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ