კლიუერტმა რონალდუ და მესი ერთმანეთს შეადარა
ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ყოფილმა ფეხბურთელმა პატრიკ კლიუვერტმა ჟურნალისტებთან საუბრისას ფეხბურთის ორი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ და ლიონელ მესი ერთმანეთს შეადარა.
"ის, რასაც კრიშტიანო რონალდუ აკეთებს გასაოცარია. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა არაერთი რეკორდი დაამყარა და მადრიდის "რეალის უდავო ლიდერადაც ჩამოყალიბდა. მის მიმართ დიდი სიმპატიები მაქვს, მაგრამ ვფიქრობ რომ მესი მსოფლიოში საუკეთესოა. გასულ სეზონში მესის, ნეიმარისა და სუარესის ტრიო ბევრად კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე BBC-ს (ბენზემა, ბეილი, კრისტიანო)", - განაცხადა კლიუერტმა.