რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    რაგბი 2015. კაპიტნის ვარჯიში და პრესკონფერენცია

    გლოსთერი, 18 სექტემბერი - C ჯგუფის პირველ მატჩამდე, რომელშიც ბორჯღალოსნები ტონგას ერკინებიან, 24 საათზე ნაკლები დრო რჩება. დღეს საქართველოს ნაკრებმა ქინგსჰოლმ სთედიუმს ტრადიციული კაპიტნის ვარჯიშის გასამართად მიაკითხა. გუნდმა 35 წუთის განმავლობაში იავრჯიშა და ხვალინდელ შეხვედრამდე მოთელა მინდორი.

    შეგახსენებთ, რომ საქართველო და ტონგა ხვალ, 19 სექტემბერს, ჩვენი დროით 15 საათზე ერკინებიან. ამ მატჩს, ისევე, როგორც 2015 წლის მსოფლიო თასის ყველა შეხვედრას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზებს.

    ტრადიციული წინა სამატჩო პრესკონფერენცია ვარჯიშის შემდეგ გაიმართა, სადაც ჟურნალისტებს მილთონ ჰეიგი, შალვა მამუკაშვილი და მერაბ შარიქაძე ესაუბრნენ.

    მილთონ ჰეიგი

    - ძლიერი შერკინების გარდა რას დაუპირისპირებთ ხვალ ტონგას?

    "მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ჩვენ მხოლოდ მორკინალებზე აღარ ვართ დამოკიდებულნი და ბურთის გათამაშება უფრო ვრცელ არეალში შეგვიძლია. ოთხი წლის მანძილზე ამის მიღწევა ადვილი არ ყოფილა, ახლა კი ვგრძნობთ, რომ მიზანს ნამდვილად მივაღწიეთ. სარაგბო უნარები, ტაქტიკა და ტექნიკა განვავითარეთ და ეს სწორედ ის არის რაც ახლა გვჭირდება. ბურთით მხოლოდ მორკინალები აღარ ირბენენ".

    - ბორჯღალოსანთა ყველაზე გამოცდილი გუნდის მნიშვნელობა ტონგას წინააღმდეგ...

    -"ამ დონის ტურნირზე გამოცდილება მთავარ როლს თამაშობს. ჩვენი ოთხ წლიანი გეგმა მიზნად საშუალოდ 30-კეპიანი მოთამაშეების შეკრებას ისახავდა. ჩვენი შედეგი საბედნიეროდ დასახულ მიზანს გასცდა და დღესდღეობით სანაკრებო კეპების საშუალო რაოდენობა გუნდში 45-ია. ნაკრებში ახალგაზრდა მორაგბეებიც გვყავს, ერთ-ერთი მათგანი ჰავბექი ვასილ ვობჟანიძეა, რომელიც ხვალ მსოფლიო თასის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბის სახელით შევა. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც რაგბს კარგად თამაშობ და ჩვენს ახალწვეულებზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია".

    - რომელი ტონგელი შეუქმნის ბორჯღალოსნებს დისკომფორტს?

    - "დიდია, მასიური და კვართზე 7 აწერია - ნილი ლატუ. ის ტონგელთა შეტევების და თამაშის შემკვრელი და ინიციატორია. მთლიანად ნაკრები ძალიან კარგი შემადგენლოთაა წარმოდგენილი. ფეტუჰუ ვაინიკოლო - ძალიან გამოცდილი მოთამაშე და სიალე პიატაუს. ორივე მორაგბეს ახალ ზელანდიაში ვწვრთნიდი და კარგად ვიცნობ ამ ბიჭებს, ძალიან მაგარი მორაგბეები არიან. ჩვენი მთავარი გამოწვევა ხვალინდელ თამაშზე, კარგი რაგბის ჩვენება იქნება, რადგანაც ტონგა ფავორიტია, ჩვენ კი მათთან არაერთხელ დამარცხებული გუნდი".

    - რამდენად მნიშვნელოვანია თამაშის წინ სიმშვიდის შენარჩუნება?

    -"ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. პირველ 10 წუთში მატჩს ვერ წააგებ, მაგრამ თუ არასწორ გადაწყვეტილებებს მიიღებ შანსებს გაუშვებ ხელიდან. სწორედ ამიტომ ასეთ მომენტებში გამოცდილება მთავარ როლს ასრულებს, დაძაბულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. მთავარი მნიშვნელობა მოედანზე თამაშის სწორ ადგილას წარმართვას მიენიჭება".

    შალვა მამუკაშვილი

    - ტონგასთან ბოლო შეხვედრის შემდეგ რა დასკვნა გამოიტანეთ?

    - "გასული წლის ნოემბერში ვეთამაშეთ ტონგას. ისინი ფიზიკურად ძლიერები არიან და ბურთსაც კარგად ფლობენ. ამჯერად ჩვენი თამაში დაცვაში უნდა განვავითაროთ და შეტევაზე გადავიდეთ, რადგანაც მხოლოდ კარგი დაცვით თამაშს ვერ მოვიგებთ".

    - რას ნიშნავს თქვენთვის მსოფლიოზე თამაში?

    - "ჩემთვის ეს ოცნება იყო, რომელიც ახდა, ეს ყველა მორაგბის უდიდესი ოცნებაა. ბევრი პროფესიონალი მორაგბე ვიცი, რომლებსაც მსოფლიო თასზე თამაშის შესაძებლობა არ მისცემიათ".

    მერაბ შარიქაძე

    - ტონგასთან ბოლო შეხვედრის შემდეგ რა დასკვნა გამოიტანეთ?

    - "თუ ჩვენ ბურთს დიდხანს შევინარჩუნებთ, ამით ტონგელებს საქმეს გავურთულებთ. თუ ჩვენ შეტევაზე გადავალთ, მათ დაცვის გაძლიერება მოუწევთ".

    - რას ნიშნავს თქვენთვის მსოფლიოზე თამაში?

    - "ეს ისეთი რამ არის, რისი მიღწევაც ყველა მორაგბეს არ შეუძლია. მსოფლიოში მილიონობით მოთამაშეა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ხვდება მსოფლიო თასზე. ასეთ დროს თავს განსაკუთრებულად გრძნობ, დიდი პასუხისმგებლობაც გაკისრია და სურვილი გაქვს, რომ შენი ქვეყანა მაღალ დონეზე წარმოადგინო".

    - ტურნირზე რითი დაამახსოვრებთ თავს?

    - "ბორჯღალოსნებისგან კარგ თამაშს ყველა მხოლოდ მორკინალებისგან ელოდება, მაგრამ მე, როგორც შუამარბს მსურს ყველას დავანახო, რომ ბექებსაც შეუძლიათ ისევე კარგად თამაში, როგორც ფორვარდებს. ხვალინდელ დღეს ყველა მოუთმენლად ველით და გვინდა, რომ საქართველოს გამარჯვება მოვუტანოთ, ასე, რომ ეს გუნდისთვის დიდი პასუხისმგებლობაა".

    დღიურები ინგლისიდანე

    17/09/2015 ბრისთოლი ბორჯღალოსნების ვარჯიში ჩეთლნემში გამგზავრებმადე.
    კომენტარებით: გიორგი ნემსაძე, მერაბ შარიქაძე და გუნდის ექიმი გიორგი ჭუმბურიძ


    სრკ
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        19-09-2015, 14:15
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ